Author Archives: studenti

წამლის მოქმედების მექანიზმები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ბიოსუბსტრატთან (სამიზნესთან ანუ რეცეპტორთან) წამლის მოქმედებისას წარმოიქმნება მრავალი ეფექტი, რაც ორგანოებსა და სისტემებში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური რეაქციების ცვლილებების შედეგია. თუმცა შესაძლებელია ეს ცვლილებები დავიყვანოთ წამლისა და რეცეპტორის ურთიერთქმედების რამდენიმე ტიპიური მექანიზმამდე. 1. სამკურნალო პრეპარატს (ქსენობიოტიკს), გააჩნია რა სტრუქტურული მსგავსება მეტაბოლიტთან (მაგალითად, მედიატორთან), ურთიერთქმედებს რეცეპტორთან, იწვევს მის

Read More

მედიკამენტური დამოკიდებულება

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” მედიკამენტური დამოკიდებულება – სინდრომი, რომელიც ვითარდება ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგად; ხასიათდება აღნიშნული ნივთიერებების მიღების მოთხოვნილების არსებობით იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას მოცემული სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტის ან მათი ანტაგონისტების გამოყენების შედეგად აბსტინენციის სინდრომის ან ფსიქიკური დარღვევების და დისკომფორტის მდგომარეობის განვითარება. მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარების უნარი გააჩნიათ არა

Read More

სქესი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ცხოველებზე ექსპერინემტში ნაჩვენებია, რომ რიგი ნივთიერებების (ნიკოტინი, სტრიქნინი) მიმართ მამრობითი სქესის არსებები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მდედრობითი სქესის. აგრეთვე ნანახი იქნა განსხვავებები რიგი ნივთიერებების მეტაბოლიზმში. თუმცა, ნივთიერების მოქმედების სქესზე დამოკიდებულების პრობლემა კლინიკურად არასაკმარისად არის გამოკვლეული. პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო

Read More

სამკურნალო საშუალებათა მოქმედების სახეები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” წამლის მოქმედების ეფექტი გამოწვეულია სუბსტრატ-რეცეპტორთან მისი მოქმედებით. შერჩევითად მოქმედებენ პრეპარატები, რომლებიც უკავშირდებიან განსაზღვრული სახის რეცეპტორებს (H1 ჰისტამინობლოკატორები – ქლოროპირამინი, ქვიფენადინი, ფექსოფენადინი; H2 ჰისტამონობლოკატორები – ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი; a- ადრენომიმეტიკი – ნორადრენალინი; b2-ადრენომიმეტიკები – ფენოტეროლი, სალბუტამოლი, სალმეტეროლი; b1–ადრენობლოკატორი – მეტოპროლოლი, ატენოლოლი, ბისოპროლოლი). იმისათვის, რომ ბიოსუბსტრატთან კომპლექსის წარმოქმნამ

Read More

ფარმაკოდინამიკა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სამკურნალო საშუალებათა მოქმედების სახეები წამლის მოქმედების მექანიზმები ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამკურნალო პრეპარატების ეფექტზე

სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის სხვა გზები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის სხვა გზებს (მაგალითად ექსკრეცია ოფლთან, ცრემლთან, ვაგინალურ სეკრეტთან ერთად) არ გააჩნიათ არსებითი პრაქტიკული მნიშვნელობა. ოფლთან ერთად პრეპარატების დაჩქარებული გამოყოფა აღინიშნება გამოხატული ოფლიანობის, სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის მომატების, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითების დროს, თუმცა ამ შემთხვევებშიც კი, გამოყოფილი სამკურნალო საშუალებების რაოდენობა უმნიშვნელოა და არ

Read More

სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია თირკმლებით

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” თირკმლები – სამკურნალო საშუალებების და მათი მეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითადი ორგანო. ფილტრაციის შედეგად პირველად შარდში ხვდებიან სისხლის პლაზმაში ხსნადი, 5000 დ–მდე მოლეკულური მასის ნივთიერებები, რომლებიც შეკავშირებულნი არ არიან ცილებთან. 60 000 დ–ზე მეტი მოლეკულური მასის ნივთიერებები თითქმის არ განიცდიან ფილტრაციას. მოლეკულური მასის შუალედურ დიაპაზონში ფილტრაციის სიჩქარე არც

Read More

სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია რძესთან ერთად

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ექსკრეციის აღნიშნულ გზას, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკის კუთხით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა, თუმცა მისი გათვალისწინება ყოველთვის აუცილებელია მეძუძური დედებისთვის სამკურნალო საშუალებების დანიშვნის დროს. დედის რძეში სამკურნალო საშუალებების კონცეტრაცია შეიძლება თანაბარი იყოს ან აღემატებოდეს კიდეც მეძუძური დედების სისხლში მათ კონცეტრაციას (ცხრილი 1–15). დედის რძეში სამკურნალო საშუალებების კონცეტრაცია და,

Read More

სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია ნერწყვთან ერთად

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნერწყვთან ერთად სამკურნალო საშუალებების გამოყოფას, ფარმაკოკინეტიკური დახასიათებისთვის, მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი პრეპარატის კონცეტრაცია ნერწყვში კორელირებს მის კონცეტრაციასთან სისხლში (ცხრილი 1–16). ნერწყვთან ერთად სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის ძირითადი მექანიზმი – ეს არის პასიური დიფუზია. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია პრეპარატის ლიპოფილურობაზე და pKa-ზე, სისხლის პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხზე,

Read More

სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია ფილტვების მეშვეობით

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ფილტვებით, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად სამკურნალო საშუალებების გამოყოფა დაკავშირებულია მათ ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებზე, სისხლში და ქსოვილებში ხსნადობაზე, აგრეთვე ფილტვისმიერ ვენტილაციაზე და სისხლმომარაგებაზე (ცხრილი 1–14). ეს, ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს მხოლოდ სამკურნალო საშუალებების მცირე რაოდენობისთვის, მაგალითად, ინჰალაციური სანარკოზე საშუალებებისთვის. ფილტვებით გამოიყოფა ეთანოლის მცირე რაოდენობაც (დაახლოებით 90% დაჟანგვას განიცდის ღვიძლში).

Read More