სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” დასაწყისი იხ. >>> მეტაბოლიზმის გენეტიკურად დეტერმინირებული ანომალიების იშვიათ ვარიანტებს მიეკუთვნება დამჟანგავი ფერმენტების სრული უუნარობა მოახდინონ დიფენინის მეტაბოლიზირება ჰიდროქსილირების გზით, რაც იწვევს აღნიშნული პრეპარატის სწრაფ კუმულაციას და ინტოქსიკაციის განვითარებას. ღვიძლის ფერმენტების უუნარობა, მოახდინონ ფენაცეტინის მეტაბოლიზირება ერთ-ერთი მისი მეტაბოლიტის (აცეტოფენაცეტინი) დიეთილირების სტადიაზე, წარმოადგენს მეტჰემოგლობინის წარმოქმნის მიზეზს. ასევე გენეტიკურადაა