ტოკოლიტიკები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის შესამცირებლად (ნაადრევი მშობიარობის საშიშროების შემთხვევაში) იყენებენ ნეიტროტროპული და მიოტროპული მოქმედების სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს (სედატიური, ქოლინოლიზური, სპაზმოლიზური საშუალებები და სხვა). საშუალებებს, რომლებიც ადუნებენ საშვილოსნოს მუსკულატურას, ეწოდებათ ტოკოლიტიკები (სიტყვიდან tokus – მშობიარობა); მათ მიეკუთვნება ბეტა-ადრენოსტიმულატორების ჯგუფის საშუალებები – ფენოსტეროლი, ჰექსოპრენალინი, რიტოდრინი, ტერბუთალინი და სხვა. პოსტი