მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” მალარიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება სხვადასხვა სინთეზური ანტიმალარიული პრეპარატები: 4–ამინოქინოლინის (ქინგაინი, ჰიდროქსიქლოროქინი), დიამინოპირიმიდინის (ქლორიდინი), ბიგუანიდის (ბიგუმალი), 9–ამინოაკრიდინის (აკრიხინი), 8– ანიმოქინოლის (პრიმაინი, ქინოციდი) წარმოებულები. მალარიის კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება აგრეთვე სულფანილამიდური საშუალებები (სულფალენი, სულფადიმეტოქსინი, სულფაპირიდაზინი) და სულფონები (დიაფენილსულფონი). გამოყენება აგრეთვე მალარიის საწინააღმდეგო ძველი პრეპარატი – ალკალოიდი ქინინი. მალარიის