ანტიმეტაბოლიტები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტიმეტაბოლიტებს უწოდებენ ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით უახლოვდებიან მეტაბოლიზმის ენდოგენურ პროდუქტებს და კონკურენტული ურთიერთობის შედეგად აინჰიბირებენ გარკვეულ ბიოქიმიურ პროცესებს, რასაც მოჰყვება უჯრედების ფუნქციის დარღვევა და უჯრედული ზრდის დამუხრუჭება. ანტიმეტაბოლიტების სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა აღმოჩენილ იქნა 1960-იანი წლების დასაწყისში. აღმოჩნდა, რომ მეტოტრექსატი, რომელიც წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას ანტიმეტაბოლიტს, ეფექტურია ადამიანის