ჰისტამინერგული საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ჰისტამინი წარმოადგენს ბიოგენურ ნაერთს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ამინომჟავა ჰისტიდინის დეკარბოქსილირების შედეგად. ჰისტამინი შეიძლება გამოიყოს აგრეთვე სასუნთქ ორგანოებში არსებული მიკროორგანიზმების მიერ (Branchamella catarhalis, Haemophilus parainfluenzae, Pseudomonas aeruginosa). იგი არის ზოგიერთი შხამისა და სეკრეტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამომწვევი კომპონენტი. ჩვეულებრივ პირობებში, ჰისტამინი შეკავშირებული, არააქტიური სახით გროვდება პოხიერი უჯრედებისა და