ზედა ყბა
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ზედა ყბა Maxilla Upper jaw ზედა ყბა – maxilla, წყვილი ძვალია, მდებარეობს სახის ქალას წინა ზემო ნაწილში. მიეკუთვნება ჰაეროვან (პნევმატიკურ) ძვლებს – ossa pneumatica, ვინაიდან მასში მდებარეობს ლორწოვანი გარსით ამოფენილი ღრუ – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღი – sinus maxillaris. ზედა ყბის ძვალში არჩევენ სხეულსა და ოთხ მორჩს.