Author Archives: studenti

ძვლის ტვინი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ძვლის ტვინი Medulla osseum Bone marrow ძვლის ტვინი – medulla ossium წარმოადგენს მთავარ სისხლმბად ორგანოს. ახალშობილებში იგი მთლიანად ავსებს ძვლის ტვინის ღრუებს და აქვს წითელი ფერი – medulla ossium rubra. 4 – 5 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზში ძვლის წითელ ტვინს თანდათანობით ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და გარდაიქმნება ძვლის ყვითელ ტვინად

Read More

იმუნური სისტემა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. იმუნური სისტემა Immune system იმუნური სისტემა წარმოადგენს უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნიტეტის ფორმირებას. იმუნიტეტი – ეს არის ორგანიზმის დაცვა მიკრობებისაგან, ვირუსებისაგან, უცხო უჯრედებისა და გენეტიკურად შეცვლილი საკუთარი უჯრედებისაგან. იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის შიგა გარემოს გენეტიკური მთლიანობისა და მუდმივობის დაცვას, ასრულებს ,,საკუთარისა“ და ,,უცხოს“ შეცნობის ფუნქციას. იმუნურ

Read More

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები Peripheral organs of  endocrine system ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები: 1. ფარისებრი ჯირკვალი – glandula thyroidea 2. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება – cortex glandula suprarenalis 3. სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები ჯირკვლები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ადენოჰიპოფიზზე: 1. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება – medula suprarenalis 2. ფარისებრახლო ჯირკვლები –

Read More

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები Central organs of  endocrine system ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოებია: 1. ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები 2. ჰიპოფიზი – Hypophysis 3. ჯალღუზისებრი სხეული – Corpus pineale ჰიპიოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები ჰიპოთალამუსი – Hypothalamus წარმოადგენს ორგანიზმის ენდოკრინული ფუნქციის უმაღლეს ნერვულ ცენტრს. იგი აკონტროლებს და ერთმანეთთან აკავშირებს ორგანიზმის ყველა ვისცერულ ფუნქციებსა და

Read More

ენდოკრინული სისტემა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემა Endocrine system ენდოკრინული სისტემა – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სპეციალიზირებული სტრუქტურების ერთობლიობაა და წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ ძირითად მარეგულირებელ სისტემას. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი – ductus და მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერება, ანუ ინკრეტი პირდაპირ გადადის სისხლში და ლიმფაში. ენდოკრინულ სისტემაში შემავალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სპეცილიზირებული სტრუქტურები

Read More

შორისი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. შორისი Perineum ვიწრო გაგებით შორისის – perineum, ქვეშ იგულისხმება ყითას წინა კიდესა და გარეთა სასქესო ორგანოების უკანა კიდეს შორის არსებული უბანი. ტოპოგრაფიულ ანატომიაში შორისს უწოდებენ მცირე მენჯის ქვემო გასავლის მიდამოს. შორისს აქვს სამკუთხა ფორმა. წინიდან იგი მოისაზღვრება ბოქვენის სიმფიზის ქვემო კიდით, უკნიდან – კუდუსუნის მწვერვალით და გვერდებიდან – ბოქვენისა და

Read More

სარძევე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სარძევე ჯირკვალი Mamma (glandula mammaria); Mammary (lactiferous) gland სარძევე ჯირკვალი, ძუძუ – mamma, მდებარეობს გულმკერდის დიდი კუნთისა და ნაწილობრივ წინა დაკბილული კუნთის ზედაპირზე, შუა და იღლიის ხაზებს შუა სივრცეში, მე – 3 – 6, ზოგჯერ კი მე-7 ნეკნის დონემდე. სარძევე ჯირკვლის – mamma, ან glandula mammaria, ფორმა და ზომა დამოკიდებულია

Read More

ქალის გარეთა სასქესო ორგანოები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალის გარეთა სასქესო ორგანოები Partes genitales externae; External male genital organs დიდი სასირცხო ბაგეები – labium majus pudendi ერთმანეთში გარდამავალი კანის ორი მორგვია, რომლებიც უკან, ყითას წინ ერთდებიან, წინ კი ბოქვენის სიმფიზთან ქმნიან ბოქვენის მაღლობს – mons pubis. ბაგეების შეერთების ადგილს შესართავები – commissurae ეწოდება. შესართავის წინ მდებარეობს განივი ნაოჭი – სასირცხო

Read More

საშო

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. საშო Vagina საშო – vagina, წარმოადგენს 8 – 10 სმ სიგრძის ლულას; მდებარეობს შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის; მისი ზემო საზღვარი საშვილოსნოს ყელის დონეზეა, ქვემოთ იგი საშოს ხვრელით – ostium vaginae იხსნება საშოს კარიბჭეში. საშოს აქვს ორი კედელი: წინა კედელი – paries anterior, და უკანა კედელი – paries posterior.

Read More

საშვილოსნოს ლულა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. საშვილოსნოს ლულა Tuba uterina (salpinx) Uterine [fallopian] tube საშვილოსნოს ლულა – tuba uterina (salpinx), ცილინდრული ფორმის, წყვილი ორგანოა; მდებარეობს საშვილოსნოს ორივე მხარეს ჰორიზონტალურად. მისი ლატერალური ბოლო იხსნება პერიტონეუმის ღრუში, მედიალური კი – საშვილოსნოს ღრუში. ზრდასრულ ასაკში ლულის სიგრძე საშუალოდ 10 – 12 სმ-ია, სიგანე 0,5 სმ. მარჯვენა და მარცხენა ლულა

Read More