ფართოდ არის გავცელებული აზრი, რომ ევროპაში სწავლისათვის აუცილებელის ბევრი ფული. მაშინ, ჩნდება კითხვა: რა პირობებია საჭირო იმისათვის, რომ ჩვეულებრივმა სტუდენტმა მიიღოს უფასო ევროპული განათლება?
ქვეყნები, რომლებიც ღიაა ღარიბი სტუდენტებისთვის
ალბათ, ყველაზე მთავარია მოძებნოთ დაწესებულება, რომელიც მუშაობს ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამებით.
ევროპაში ასეთი სასწავლებლები საკმაოდ ბევრია. უფასო განათლება შეგიძლიათ მიიღოთ გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, ჩეხეთის და ავსტრიის სხვადასხვა რეგიონებში.
ქვეყნის არჩევისას, გაითვალისწინეთ რა ჯდება იქ ცხოვრება, მაგ: ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნორვეგიაში ცხოვრება ძალიან ძვირია.
რა მოეთხოვებათ აბიტურიენტებს?
უმთავრესი პირობა ყველგან ერთია – სწავლისთვის შესაბამისი უხცო ენის მაღალ დონეზე ცოდნა. გამოცდის ჩაბარებას მოგთხოვენ ან თქვენს ქვეყანაში ან უშუალოდ იმ უნივერსიტეტში, სადაც მიდიხართ. საჭიროა უმაღლესი ქულები.
გამოცდაზე დაუპირისპირდებით არა მარტო ადგილობრივ სტუდენტებს, არამედ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავ მსურველს, რომლებიც ბილეთებს თითქმის ზეპირად სწავლობენ. მზად ხართ ასეთი კონკურენციისთვის?
თუ აპირებთ მაგისტრატურაზე ჩაბარებას, ე.ი. უკვე გაქვთ უმაღლესი განათლების რამოდენიმე წელი და შესაბამისად სემესტრების რაოდენობა დამოკიდებულია დაწესებულების მოთხოვნაზე.
ერთ-ერთი მინუსი არის ის, რომ მართალია სწავლა უფასო იქნება, მაგრამ გარკვეული უნივერსიტეტები ითხოვენ დაამტკიცოთ, რომ ყოველთვიურად ანგარიშზე გერიცხებათ რაღაც თანხა. ამას ამოწმებენ იმისათვის, რათა უნივერსიტეტი დარწმუნებული იყოს თქვენს შესაძლებლობაში გადაიხადოთ ცხოვრების, წიგნების და სხვ. ფული. თუ ეს ფული არ გაქვთ, დაგეხმარებათ იმ ადამიანის მინდობილობა, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სწავლობთ.
ასევე, მცირე შესატან თანხას ითხოვენ უნივერსიტეტში ჩაბარების დროსაც და ამ თანხიდანვე აგინაზღაურებენ ლიტერატურას, ტრანსპორტის გადასახადს და სხვ.
თუ კარგად ისწავლით, შეიძლება მიიღოთ სტიპენდია. ზოგიერთ სასწავლებელში ის საკმარისია ცხოვრების დანახარჯების დასაფარად.
თუ უკვე გყავთ პოტენციური დამსაქმებელი საზღვარგარეთ და ის მზადაა აანაზღაუროს თქვენი სწავლა, ესეც თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს.
ნებისმიერ შემთხვევაში წინსავლაში დაგეხმარებათ ძლიერი სურვილი, მონდომება, სიმტკიცე, ნებისყოფა და ცხოვრებისადმი დადებითი დამოკიდებულება.
ლიტ: http://evroportal.ru/obuchenie-za-rubezhom/besplatno/