პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია”
პრეპარატების კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით (კრიტერიუმით) ხდება. ეს აადვილებს სასურველი პრეპარატის შერჩევასა და ძიებას. ერთ-ერთი, ყველაზე ეფექტური კლასიფიკაციაა ფარმაცევტული კლასიფიკაცია, ანუ როგორც მას უწოდებენ ,,ფარმაცევტული მაჩვენებელი”. ამ კლასიფიკატორით ძიება ხორციელდება პრაქტიკულად ყველა სამედიცინო საძიებო სისტემაში, მათ შორის წინამდებარე საიტზე.
ფარმაცევტულ მაჩვენებლს საფუძვლად უდევს პრეპარატების იერარქიული კლასიფიკაცია. იერარქიის პირველ დონეზე წარმოდგენილია დიდი, გაერთიანებული, აგრეგირებული ჯგუფები. მომდევნო დონეებზე ეს ჯგუფები იშლება ქვეჯგუფებად და ა. შ. კლასიფიკაციის სისტემა საშუალებას იძლევა ნებისმიერ დონეზე ჩაემატოს ახალი ელემენტები. უნდა აღინიშნოს, რომ კლასიფიკატორის ჰიპერლინკების სისტემით რეალიზება საკმაოდ მოხერხებული და ეფექტურია.
სხვადასხვა სისტემები და ლიტერატურა, მეტ-ნაკლებად განსხვავებულ სისტემებს იყენებს. ქვემოთ აღწერილი და ამ ნაშრომში გამოყენებული ფარმაცევტული მაჩვენებლის კლასიფიკატორი ეყრდნობა ყველაზე უფრო გავრცელებულ ვერსიას, რომელიც გამოყენებულია პრეპარატების რუსულ რეესტრშიც.
კლასიფიკაციის პირველი დონე (საბოლოო რედაქცია მზადდება)
® ვეგეტოტროპული საშუალებები
® ჰემატოტროპული საშუალებები
® ჰომეოპათიური საშუალებები
® ჰორმონები და მათი ანტაგონისტები
® დიაგნოსტიკური საშუალებები
® იმუნოტროპული საშუალებები
® ინტერმედიანტები
® მეტაბოლიტები
® ნეიროტროპული საშუალებები
® არანარკოტიკული ანალგეტიკები, არასტეროიდული და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების ჩათვლით
® ორგანოტროპული საშუალებები
®ანტიმიკრობული, ანტიპარაზიტული და ჭიების საწინააღმდეგო საშუალებები
® სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები
® რეგენერაციული და რეპარაციული საშუალებები
® საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
® სხვა საშუალებები
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.