WordPress – კონსულტაციები
- გავხსნათ ახალი პოსტი და ჩავწეროთ ვიჯეტში ჩასასმელი ტექსტი, ჩვეულებრივ დავადოთ ლინკი, შემდგომ დავაკლიკოთ ღილაკზე HTML, მოვნიშნოთ კოდი მთლიანად და დავიმახსოვროთ (ავიღოთ Copy);
- მართვის პანელში მოვძებნოთ ,,იერსახე“ და შემდეგ დავაკლიკოთ ,,ვიჯეტებზე”;
- აქ ,,ხელმისაწვდომ ვიჯეტებში“ მოვძებნით ,,ტექსტი“ (ჩვეულებრივი ტექსტი ან HTML);
- კურსორი მასზე გაჩერებისას გადაიქცევა ოთხკუთხედად (ისრებია ) მოვკიდავთ და გადავაჩოჩებთ მარჯვნივ იმ ,,გვერდით პანელში“ სადაც გვინდა რომ ჩაჯდეს. შემდეგ ჩამოვშლით, ჩავაპეისტებთ დამახსოვრებულ ჩალინკულ ტექსტს და დავაწკაპუნებთ ღილაკზე ,,შენახვა“
