სამკურნალწამლო საშუალებების უსაფრთხოება და ფარმაკოზედამხედველობის სისტემა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებების (სს) უსაფრთხოების პრობლემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს მსოფლიოში. სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, გართულებების თავიდან აცილების ძირითად გზებს წარმოადგენს როგორც წარმოებაზე კონტროლი (ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების გამოშვების მიზნით), ასევე პოსტრეგისტრაციული მონიტორინგის ჩატარება – სამკურნალო საშუალებების გვერდით მოქმედებებზე/გვერდით რეაქციებზე ფარმაკოზედამხედველობის სისტემა. პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქმნება და ვითარდება ნაციონალური ცენტრები სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოებაზე კონტროლისთვის, ამასთან, ოპტიმალური კონტროლის ჩატარებისთვის აუცილებელია სისტემური და საკმაოდ ალგორითმიზებული გადაწყვეტილებების მიღება სამკურნალო საშუალებების ბრუნვის და წარმოების რეგულირების სფეროში.
სამკურნალო საშუალებების გვერდით მოქმედებებზე/გვერდით რეაქციებზე დროული ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას აღნიშნული პოლიტიკის განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აკონტროლებს და მხარს უჭერს ნაციონალური ცენტრების ფუნქციონირებას მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო პროგრამაში სამკურნალო საშუალებების მონიტორინგის შესახებ (ტოქსიკურობის მიხედვით).
ფარმზესამხედველობის სისტემისა და მისი ფუნქციონირების მექანიზმების აღწერა,, არაა ჩვენი მიზანი. (ამ სფეროში ორიენტიირებისათვის ქვემოთ მოცემულია ლიტერატურის სია).

“ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედიისა” და ფარმაკოლოგიური ენციკლოპედიის გადასახედიდან ყურადღება გვინდა მივაპყროთ ერთ საკითხს:
მთელ მსოფლიოში, ფარმზედამხედველეობის სისტემის შედეგების მიხედვით, მუდმივად მიმდინარეობს პრეპარატების შესახებ თვალსაზრისების გადახედვა: მუდმივად შედის ცვლილებები პრეპარატების თანმხლებ ოოფიციალურ დოკუმენტებში, ნაწილი პრეპარატების მოხმარება იკრძალება და ა.შ. ეს დინამიური პროცესია, რომლის ოპერატიული ასახვაც ვერ მოიხერხდება ენციკლოპედიებში.ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი საენციკლოპედიო ნაშრომები მხოლოდ ზოგად ინფორმაციებს შეიცავს, ისინი შეიძლება მკითხველის მიერ მათი გაცნობის მომენტისათვის მოძველებული ან არასრული აღმოჩნდეს. კონკრეტული სამკურნალო გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ისარგებლოთ მხოლოდ პრეპარატის თანმხლები ოფიციალური დოკუმენტებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.