სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია ნერწყვთან ერთად

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნერწყვთან ერთად სამკურნალო საშუალებების გამოყოფას, ფარმაკოკინეტიკური დახასიათებისთვის, მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი პრეპარატის კონცეტრაცია ნერწყვში კორელირებს მის კონცეტრაციასთან სისხლში (ცხრილი 1–16).

ნერწყვთან ერთად სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის ძირითადი მექანიზმი – ეს არის პასიური დიფუზია. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია პრეპარატის ლიპოფილურობაზე და pKa-ზე, სისხლის პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხზე, აგრეთვე ნერწყვის pH-ზე. გამოყოფის სიჩქარის მკვეთრი ვარიაბელობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასების მიზნით ნერწყვის გამოყენების შესაძლებლობას. პრაქტიკულად ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, რომელთა pKa უდრის დაახლოებით 7,0 (ანუ არაიონიზირებულებისთვის ფიზიოლოგიური pH-ის პირობებში), რამეთუ მათთვის, ექსკრეციის სიჩქარის დამოკიდებულება ნერწყვის pH-ზე, მინიმალურია. მათ რიცხვს მიეკუთვნება ანტიპირინი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის შერეული ოქსიდაზების საერთო აქტივობის შეფასების მიზნით.

ცხრილი 1–16. სამკურნალო საშუალებების გამოყოფა ნერწყვთან ერთად.

სამკურნალო საშუალება

ნერწყვში კონცეტრაციის შეფარდება სისხლში კონცეტრაციასთან

პარაცეტამოლიანტიპირინი

კარბამაზეპინი

კოფეინი

დიაზეპამი

დიგოქსინი

იზონიაზიდი

ლიდოკაინი

ლითიუმი

ფენაცეტინი

ფენობარბიტალი

ნოვოკაინამიდი

ქინიდინი

სტრეპტომიცინი

თეოფილინი

ტოლბუტამიდი

1,4

0,92

0,26

0,55

0,029

0,66

1,02

1,78

2,85

0,6

0,32

3,5

0,5

0,15

0,75

0,012


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.