პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ფილტვებით, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად სამკურნალო საშუალებების გამოყოფა დაკავშირებულია მათ ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებზე, სისხლში და ქსოვილებში ხსნადობაზე, აგრეთვე ფილტვისმიერ ვენტილაციაზე და სისხლმომარაგებაზე (ცხრილი 1–14).
ეს, ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს მხოლოდ სამკურნალო საშუალებების მცირე რაოდენობისთვის, მაგალითად, ინჰალაციური სანარკოზე საშუალებებისთვის. ფილტვებით გამოიყოფა ეთანოლის მცირე რაოდენობაც (დაახლოებით 90% დაჟანგვას განიცდის ღვიძლში).
ამონასუნთქ ჰაერში ეთანოლის შემცველობა დაკავშირებულია მის კონცეტრაციასთან სისხლში, რასაც გააჩნია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.
ცხრილი 1–14. სამკურნალო საშუალებების გამოყოფა ფილტვებით და ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მათ გამოყოფაზე.
სამკურნალო საშუალებები |
ფაქტორები |
საშუალებები ინჰალაციური ნარკოზისთვის, იოდიდები, ქაფური, ეთერზეთები, ეთანოლი | სამკურნალო საშუალებების ფიზიკურ–ქიმიური თვისებები. ფილტვისმიერი ვენტილაცია ფილტვების სისხლმომარაგება სამკურნალო საშუალებების ხსნადობა სისხლში და ქსოვილებში (ჰიდროფილურობა, ლიპოფილურობა) |
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.