სამკურნალო საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება თამბაქოს კვამლის კომპონენტებთან

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

თამბაქოს კვამლი შეიცავს 100–ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს, რომლებსაც გააჩნიათ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შეცვლის უნარი. ამ ფაქტორის გათვალისწინება, აუცილებელია მწეველ პაციენტებში ფარმაკოთერაპიის ჩატარების შემთხვევაში.

– სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ თამბაქოს კვამლის პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები (პან), რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 1A1 (ფილტვებში) და 1A2 (ღვიძლში) ფერმენტების ინდუქტორებს. ღვიძლში სამკურნალო საშუალებების და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების ურთიერთქმედება გამოიხატება აღნიშნული იზოფერმენტის სუბსტრატების, მაგალითად თეოფილინის, კოფეინის, პროპრანოლოლის ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატის (ცხრილი 5–8) მეტაბოლიზმის დაჩქარებით და მათი კონცეტრაციის დაქვეითებით სისხლში და, შესაბამისად, მათი მოქმედების შესუსტებით.

ცხრილი 5–8. ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმი ძლიერდება თამბაქოს კვამლის კომპონენტების ზეგავლენით.

ნეიროლეპტიკები

ანტიდეპრესანტები

ტრანკვილიზატორები

ჰალოპერიდოლიკლოზაპინი

ფლუფენაზინი

ქლორპრომაზინი

ქლოპროტიქსენი

იმიპრამინიკლომიპრამინი ალპრაზოლამიდიაზეპამი

ლორაზეპამი

– თამბაქოს კვამლის ყველა კომპონენტიდან, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნიკოტინი. მაგალითად, β–ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური ეფექტები სუსტდებიან თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ნ–ქოლინორეცეპტორების და ადრენალინის, ნიკოტინით სტიმულირებადი, გამონთავისუფლების შედეგად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.