პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია”
სამკურნალო საშუალებების შენახვის პირობები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მის ხარისხზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალებების შენახვა ტრანსპორტირების, განსაკუთრებით კი- დიდ მანძილზე ტრანსორტირების დროს.
საოჯახო პირობებში ჩნდება დამატებითი, უსაფრთხო შენახვის პრობლემაც (მაგალითად, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე).
სამკურნალწამლო საშუალებების შენახვის პირობები განისაზღვრება მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით (მდგრადობა სინესტის, სინათლის, გარემო ტემპერატურის, აალებისა და სხვ. მიმართ), ტოქსიკოლოგიური მახასიათებლებით (მოწამვლის გამოწვევის საშუალება, მათი ნარკოტიკულ საშუალებებად გამოყენება და სხვ.).
პრეპარატების ფიზიკურ-თვისებებთან დაკავშირებული შენახვის პირობები, ჩვეულებრივ, ნაჩვენებია მათი გამოყენების ინსტრუქციასა და შეფუთვის საშუალებებზე (შეინახეთ ბნელ, მშრალ, ალისგან მოშორებით, არ დაუშვათ გაყინვა და სხვ.).
აუცილებელ შემთხვევებში, როგორც წესი. ყველა მათგანის შენახვა რეკომენდებულია გრილ ადგილას და მას არ უნდა ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები. ყველა სამკურნალწამლო საშუალება შენახული უნდა იქნეს ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილებში. მზა წამლის მრავალ ფორმას ბავშვებისათვის ძალიან მიმზიდველი შეფუთვა და სახე აქვს. მაგალითად, ისინი დაფარული არიან გემრიელი გარსით. არც თუ იშვიათად, ბავშვები მათ კამფეტებად აღიქვამენ და ხანდახან მოწამვლის მიზეზებად გვევლინებიან.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.