რომელ ასაკში არის სასურველი ბავშვის დატვირთვა უცხოენოვან გარემოში? დამტკიცებულია, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს სრულყოფილად საუბარი, კითხვა და წერა მშობლიურ ენაზე.
დასაწყისისთვის კარგი იქნება თუ გაამგზავრებთ მცირე დროით, მაგ: 1-2 თვე, რათა გაეცნოს გარემოს, ისწავლოს საკუთარი თავის და ნივთების მოვლა. მეორედ შეგიძლიათ გაუშვათ ზაფხულის ტრიმესტრში. 10 წლიდან კი შეგიძლიათ 1 წლითაც გაუშვათ. გაითვალისწინეთ, რომ უცხოური სკოლების, მაგ: დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტული საშუალო სკოლების უმრავლესობას აქვს დიდი სტიპენდიების ფონდი. სტიპენდიები სხვადასხვა სახისაა: მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისთვის, კარგი სპორტსმენებისთვის, კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის. მსგავსი სტიპენდიები დიდი დახმარებაა მშობლებისთვის, ის საშუალებას აძლევს მათ დაზოგონ ფინანსების 30-50%. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ ბავშვმა სტიპენდიის მისაღებ გასაუბრებაზე სათანადოდ წარმოაჩინოს ენის ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობები.
ლიტ: http://www.fluent.ru/level4/identifier173.htm