პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სამკურნალო საშუალებებს, რომელთა დანიშვნა შესაძლებელია მეძუძური დედებისთვის, მიეკუთვნებიან: პენიცილები, ცეფალოსპორინები, ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი, ლინკომიცინი, ფურადონინი, სალბუტამოლი, ფენოტეროლი, ორციპრენალინი, დიკუმარინი, ჰეპარინი, დიგოქსინი, სტროფანტინი, ანაპრილინი, ოქტადინი, ინსულინი, კოფეინი, ვიტამინები, დიურეტიკები, კალციუმის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ვ. ა. შილეიკო აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებები გავლენას ახდენენ არა მარტო ბავშვის ორგანიზმზე, არამედ რძის სეკრეციაზეც. რძის სეკრეცია რეგულირდება ჰიპოფიზის ჰორმონის – პროლაქტინის მეშვეობით, რომლის წარმოქმნაც კონტროლირდება ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეტორული სტრუქტურების მიერ. ეს უკანასკნელნი გამოყოფენ სპეციალურ ჰორმონებს, რომლებიც ამუხრუჭებენ ან ასტიმულირებენ პროლაქტინის გამონთავისუფლებას. ნეირომედიატორების დახმარებით, ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამონთავისუფლებაზე და სინთეზზე გავლენას ახდენენ ცნს–ის სხვა ნაწილები, აგრეთვე სარძევე ჯირკვლის ტროფიკა და სისხლმომარაგება. რომელიმე პრეპარატის ცენტრალურ სტრუქტურებზე, სარძევე ჯირკვლის ტროფიკაზე და სისხლმომარაგებაზე მოქმედების შედეგად, შეიძლება აღინიშნებოდეს რძის სეკრეციის სხვადასხვა სახის ცვლილებები, მაგალითად ჰიპოგალაქტია (სეკრეტის რაოდენობის შემცირება).
ჰიპოგალაქტია შეიძლება იყოს ადრეული (მშობიარობიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში) და მოგვიანებითი, პირველადი და მეორადი (განვითარებული რომელიმე დაავადების ფონზე). ჰიპოგალაქტემიის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია დედის მიერ დღის რეჟიმის დაცვა, რაც მოიცავს რაციონალურ კვებასაც. ორსულთა გვიანმა ტოქსიკოზებმა (ნეფროპათია, ეკლამპსია) და გართულებებმა მშობიარობის დროს, აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს დედის რძის გამომუშავების შეფერხება და მისი რაოდენობის დაქვეითება. მძიმედ მიმდინარე ტოქსიკოზები, ქალების უმრავლესობაში, იწვევს ჰიპოგალაქტიის განვითარებას. როგორც პოსტჰემორაგიული, ასევე მთელი ორსულობის პერიოდში დარეგისტრირებული ანემიები ხშირად განაპირობებენ გამომუშავებული რძის რაოდენობის შემცირებას. მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში სისხლდენების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებული მეთილერგომეტრინი, არც თუ იშვიათად, იწვევს ჰიპოგალაქტიის განვითარებას.
მედიკამენტური საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ რძის სეკრეციას: ლაქტინი, პროლაქტინი, ოქსიტოცინი, მამოფიზინი, ნიკოტინის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი A, თიამინი, პირიდოქსინი, გლუტამინის მჟავა, პიროქსანი, მეთილდოფა, მეტოკლოპრომიდი, თეოფილინი.
ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ დედის რძის სეკრეციას: ესტროგენები, პროგესტერონი, ორალური კონტრაცეპტული საშუალებები, ბრომოკრიპტინი, ერგოკრიპტინი, ფუროსემიდი, ადრენალინი, ნორადრენალინი, ეფედრინი, პირიდოქსინი.
მედიცინაში ხშირად გვხვდება მოვლენები, რომლებიც, ყველა შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ერთმნიშვნელოვნად. ასევე, სამკურნალო საშუალებების დედის რძესთან ერთად გამოყოფა. დადასტურებულია, რომ ძალიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა ფაქტორები გავლენას ახდენენ რძესთან ერთად პრეპარატის გამოყოფაზე და მის შეწოვაზე ბავშვის ნაწლავებიდან და ბავშვის რეაქციაზე ნივთიერების მიმართ.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები: მეძუძური დედებისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ამ პრეპარატის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში; პრეპარატის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი უარყოფითი გავლენა ბავშვზე; არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის უკუნაჩვენები პრეპარატების დანიშვნა. თუკი ექიმი იძულებულია, რაიმე საბაბით, დანიშნოს აღნიშნული ნივთიერება, აუცილებელია ბავშვის გადაყვანა დონორის რძეზე ან ხელოვნურ კვებაზე.
გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი:
1. Берёзов Т.Т., Коровкин Б.Ф.. Биохимия.-М.: Медицина,1990.
2. Бойтлер Э. Нарушение метаболизма эритроцитов и гемолитическая анемия.- М.: Медицина,1981.
3. Клиническая педиатрия /Под ред. Бр. Братанова. – София: Медицина и физкультура,1983.Т.1.
4. Клиническая педиатрия / А. Анадолийска, А. Ангелов, В. Антонова и др. / Под ред. Бр. Братанова. – 2-е изд. – София: Медицина и физкультура,1987.Т.1.
5. Брязгунов И.П. Желтуха, связанная с грудным вскармливанием // Вопросы охраны материнства. 1989. №3. С. 54-58.
6. Викторов А.П., Рыбак А.Т. Экскреция лекарств при лактации. – Киев: Здоровье,1989.
7. Гользанд И.В. Заболевания печени и желчного пузыря у детей. – Л.: Медицина, Ленинградское отделение,1975. – 198 с.
8. Неонатология / Под ред. Т. Л. Гомеллы, М.Д. Каннигам. Пер. с англ. – М.: Медицина, 1995. – 636 с.
9. Грищенко И.И. Гипогалактия. – Киев. 1957. – С. 161-165.
10. Ермолаев М.В. Биохимия. – М.: Медицина, 1983.
11. Введение в клиническую биохимию / Под ред. И.И. Иванова – Л.: Медицина, Ленинградское отделение, 1969.
12. Игнатов С.И. Фармакотерапия. (Руководство для врачей-педиатров) – 3-е изд. – М.: Медгиз, 1960.
13. Карпов О.И., Зайцев А.А. Риск применения лекарств при беременности и лактации. Справ. руков-во. – С.-Петербург: Из-во БХВ, 1998. – 352 с.
14. Кирюценков М.В., Тараховский И.С. Влияние лекарственных средств на плод. – М.: Медицина, 1983. – 278 с.
15. Климанов В.В., Садыков Ф.Г. Клиническая патофизиология детского возраста: диагностика патологических состояний у детей с позиции патологической физиологии. – СПб.: Сотис: Лань, 1997. – 153 с.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.