ძალიან ბევრი ვარიანტია. თავდაპირველად გაეცანით თქვენი სკოლის გაცვლით პროგრამებს. თუ შესაძლებელია მათი რეალიზება, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. თუ ეს ვარიანტი გამოირიცხება, უფროსკლასელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აკადემიურ გაცვლით პროგრამებში – FLEX – ამერიკულ სკოლებში. აქ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მონაწილეობის პირობებს, განაცხადის შეტანის ვადებს და სხვ. (http://flex-exchange.ru/).
მე-9, 10 და 11 კლასელები წერენ განაცხადს, შემდეგ ხდება საბუთების მიხედვით შერჩევა და გასაუბრება, ბოლოს კი ფინალში გასულებს ანაწილებენ ამერიკულ სკოლებში. ყველა დანახარჯს ანაზღაურებს ამერიკის საელჩო; ბავშვები აკადემიური წლით მიდიან სასწავლებლად. სირთულე არის ის, რომ საჭიროა ექსტერნად ყველა საგნის ჩაბარება ან დაბრუნების შემდეგ გაცდენილი წლის ანაზღაურება.
აგრეთვე, არის გაცვლითი პროგრამა გერმანიაში (http://www.partnerschulnetz.de/). მასში მონაწილეობის მისაღებად უნდა იცოდეთ გერმანული ენა კარგად. თუ დაინტერესებული ხართ მსგავსი პროგრამებით, პირველ რიგში მიმართეთ შესაბამისი ქვეყნების საელჩოებს უფრო დეტალური ინფორმაციისთვის.
კიდევ ერთი ვარიანტია – მონაწილეობა მიიღეთ საერთაშორისო ოლიმპიადაში. ოლიმპიადები ბევრია, ტარდება სხვადასხვა საგანში და უმეტესად ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ ინტერნეტში დამოუკიდებლად მოძებნოთ „საერთაშორისო ოლიმპიადა …“ ან „საერთაშორისო … ოლიმპიადა“ და ჩაამატოთ სასურველი თემატიკა.
ამ საკითხებზე ჯობია აიყვანოთ პირადი კონსულტანტი. თქვენ მას ჩამოუყალიბებთ რა მოთხოვნები
და შესაძლებლობები გაქვთ და კონსულტანტი ააგებს თქვენს პირად გეგმას და შეგირჩევთ შესაბამის გაცვლით პროგრამას . პირადი კონსულტანტის აყვანის საკითხზე მოგვწერეთ ელფოსტაზე: sadchavabarot@gmail.com