ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”
მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის დროს, ხშირად იყენებენ კრიტერიუმთა გადაგვარების მეთოდს. ამ დროს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ცვლიან შეზღუდვით (ამ დროს ხდება კრიტერიუმის შეზღუდვაში გადაგვარება ).
მაგალითად: თუკი შეგვიძლია ავირჩიოთ მრავალი პრეპარატი, შეიძლება კრიტერიუმი “მინიმალური ფასი”
min K1
შევცვალოთ შეზღუდვით: “პრეპარატის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს”
K1 < 100
კრიტერიუმთა შეცვლა შეზღუდვით საშუალება გვაძლევს მრავალკრიტერიუმიან ამოცანებში შევამციროთ კრიტერიუმთა რაოდენობა და შესაბამისად, გავამარტივოთ ამოცანა.
მაგალითი:
კლინიკური ფარმაკოლოგიის ამოცანებში, ხშირად ფიგურირებს “მინიმალური ფასი”. მინიმალური ფასის მიღწევა მაქსიმალური ფარმაკოთერაპიული ეფექტის მოთხოვნისას რთულია. თუკი მიზანს (მოთხოვნას) “მინიმალური ფასი” შევცვლით მოთხოვნით “ფასი არ უნდა აღემატებოდეს, ვთქვათ, 10 ლარს” ამოცანა გამარტივდება. ამავე დროს, თვალნათლივია რომ კრიტერიუმის “მინიმალური ფასი” ამგვარი შეზღუდვით (გადაგვარებულ კრიტერიუმებს შეზრდვებს ვუწიდებთ) შეცვლა მთელ რიგ შემთხვევებში რეალური და შედარებით მარტივიცაა.
გაგრძელება იხ. >>>
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.