კოტეტიშვილი ვლადიმერ

კოტეტიშვილი ვლადიმერ (ლადო) – [22. XI II0. 1895, სოფ. დიდი თონეთი (თეთრი წყაროს რ-ნი), – 18. II 1940, თბილისი], ქართველი ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. 1919 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1922-24 მუშაობდა სოფლის ექიმად თელავის რ-ნში, 1924-32 – თბილ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1932-40 კი – სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ე. წ. სახ. მედიცინის დარგში. კოტეტიშვილმა ტექსტოლოგიურად დაამუშავა და გამოაქვეყნა ძვ. ქართ. სამედ. წერილობითი ძეგლები: წიგნი სააქიმოО (1936), იადიგარ დაუდი (1938), უსწორო კარაბადინი (1940) მ. შენგელია [1]

კოტეტიშვილი ვლადიმერ