კლინიკური ფარმაცევტის სპეციალიზაციები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

კლინიკური ფარმაცია რთული დარგია. რაციონალურია – კლინიკურმა ფარმაცევტებმა თავიდანვე უნდა განსაზღვრონ თავიანთი ვიწრო სპეციალიზაცია.
კლინიკურ ფარმაცევტის სპეციალიზაციებს ჩვენს ასე დავაჯგუფებდით:

კლინიკური ფარმაცევტი მკვლევარი. აქ იგულისხმება კლინიკური ფარმაცევტები, რომლებიც საკვლევ-საკონსტრუქტორო სამუშაობს ასრულებენ.ეს ჯგუფი ნახატზე პირობითად ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი:

 სამეცნიერო კვლევები. კლინიკური ფარმაციის მთავარი ამოცანაა პრეპარატთა რაციონალური შერჩევის მეთოდებისა და ალგორითმების დამუშავება. გარდა ამისა, კლინიკური ფარმაციის ჩარჩოებში სხვა არაერთი ლოკალური ამოცანა შეიძლება წამოიჭრას, მათ შორის – წმინდა ფარმაცევტული. სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი ამ პრობლემებზე მუშაობს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რეალობაში ამ ტიპის სპეციალისტთა რაოდენობა დიდი ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში- ამ ეტაპზე.

საკონსტრუქტო სამუშაოები. საკონსტრუქტორო სამუშაოებს ვუწოდებთ კლინიკური ფარმაციის სპეციალური კომპიუტერული სისტემების დაპროექტება-შექმნას. ამგვარ სამუშაოებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთდროულად (გუნდურად) ასრულებენ.კლინიკური ფარმაცევტი ამ ჯგუფის წამყვანი ელემენტი უნდა იყოს. ეს  ძვირადღირებული სპეციალისტია – იგი საკმაოდ ღრმად უნდა ერკვეოდეს ყველა იმ   დარგში, რომელთანაც მუშაობა უწევს: უშუალოდ ფარმაციაში, ფარმაკოლოგიაში, ფარმაკოთერაპიაში; შეეძლოს მართვის თეორიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებთან მუშაობა, რისთვისაც აუცილებელია ამ დარგებში კონცეპტუალურ დონეზე გარკვევა. საქართველოში,
ვფიქრობთ, ამ სპეციალიზაციის ორ-სამი ფარმაცევტზე მეტი არაა საჭირო.

პრაქტიკოსი კლინიკური ფარმაცევტი. ამ ტიპის ფარმაცევტებზე მოთხოვნილება, ჩვენის აზრით, წლიდან წლამდე გაიზრდება. უფრო მეტიც- გაიზრდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები. პრაქტიკოსი კლინიკური ფარმაცევტები ჩვენს სამ ჯგუფად გავყევით.

აფთიაქის კლინიკური ფარმაცევტი. მომდევნო პარაგრაფი ეხება პირველი მაგიდის ფარმაცევტებს. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ აფთიაქში არა მარტო პირველი მაგიდის ფარმაცევტები მუშაობენ. კლინიკის “კლინიკური ფარმაცევტისაგან” განსხვავებით, აფთიაქის კლინიკურ ფარმაცევტს ნაკლებად აქვს საშუალება ექიმთან უშუალო კონტაქტში იმუშაოს. მისი ამოცანებიც განსხვავდება კლინიკის  “კლინიკური ფარმაცევტის” ამოცანებისაგან.

კლინიკის კლინიკური ფარმაცევტი. კლინიკაში მომუშავე კლინიკურ ფარმაცევტი ძირითადად ექიმთან ერთად მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქციაა ექიმს დაეხმაროს პრეპარატთა რაციონალური არჩევაში. მას უშუალოდ პაციენტთან შეხება, აფთიაქის კლინიკური ფარმაცევტისაგან განსხვავებით,  ნაკლებად აქვს.

სადაზღვევო კომპანიის კლინიკური ფარმაცევტის სამუშაო სპეციფიკურია- მისი მიზანია გააკონტროლოს პრეპარატების ხარჯვის რაციონალობა. სადაზღვევო კომპანიების ფარმაცევტთა მომსახურე კომპიუტერული სისტემებიც განსხვავებულია.

 გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.