კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>>

XIX ს-ის განმავლობაში რუსული სამედიცინო ლექსიკა  აქტიურად ივსებოდა ტერმინებით, რომელთაც ინტერნაციონალური გავრცელება ჰქონდათ, მათ უმრავლესობას კი შეადგენდნენ კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები, მაგ: ამბულატორია, ბაცილა, ვაქცინა, ჰალუცინაცია, იმუნიტეტი, ინფარქტი, ინფექცია, კავერნა, პერკუსია, პულპა, რეფლექსი, ექსუდატი და სხვები, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს შეუცვლელი სახით. ამავე დროს, რუს ექიმებს შორის იყვნენ ისეთებიც,  რომლებიც აქტიურად ილაშქრებდნენ სხვა ენიდან აღებული ტერმინებისა და ნეოლოგიზმების წინააღმდეგ, მყარად იცავდნენ უძველესი დროიდან გამოყენებულ რუსულ ლექსიკას, ასეთი თვალთახედვა ჰქონდა ვ. ი. დალს (1801-1872 წწ.) – პროფესიით ექიმს, შემქმნელს ,,òîëêîâîãî ñëîâàðÿ æèâîãî âåëèêîðóññêîãî ÿçûêà’’. თუმცაღა  მათ მიერ შემოთავაზებული ვერცერთი ცვლილება ვერ დარჩა სამამულო მედიცინის ენაში. რუსი ექიმების უმეტესობა იცავდა ე.წ. ეტალონურ, ინტერნაციონალურ ლათინური ტრანსკრიფციის სახელწოდებებს, არამარტო დანიშნულებით, არამედ ფორმითაც. 1892-1893 წლებში გამოვიდა გერმანული ენიდან ნათარგმნი ,,მედიცინის ენციკლოპედიური ლექსიკონი’’ ა. ვილარეს ავტორობით. რუსული რედაქციის წინასიტყვაობაში საუბარი იყო იმაზე, რომ ,,უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რუსული სამედიცინო ტერმინოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა და დამკვიდრდა პრაქტიკოს ექიმებს შორის, თუმცა ის არ არის ჯერ კიდევ იმ დონეზე, რომ გამორიცხოს ლათინური დასახელებების გამოყენება’’. მასში დაცული იყო იმ დროს საზოგადოდ მიღებული ლათინური ტერმინების უპირატესობა, კერძოდ autodigestio, abrachia, acromegalia, epilepsia და უკმაყოფილება იყო გამოთქმული შესაბამისი რუსული სახელების წინააღმდეგ ,,ñàìîïåðåâàðèâàíèå’’ (თვითმონელება), ,,áåçðó÷èå’’ (უხელობა), ,,ãèãàíòñêèé ðîñò’’ (გიგანტური სიმაღლე), ,,ïàäó÷àÿ” (დაცემა) და სხვა. საინტერესოა, რომ შემდგომი ბედი მოცემული ტერმინებისა აღმოჩნდა სხვადასხვაგვარი: ენაში დამკვიდრდა თვითმონელება და არა autodigestio, დანარჩენი ტერმინები ნასესხები ფორმით დარჩნენ, რუსული ეკვივალენტის გარეშე (აბრაქია, აკრომეგალია, ეპილეფსია).


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

 

კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში