”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი
ვიტამინები ასტიმულირებენ… ფარმაცევტული მრეწველობის ზრდას
ვიტამინები – ორგანული ნაეთებია, რომლებიც კარგი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საუკეთესო წყაროს კვების პროდუქტები წარმოადგენენ. ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც საკმარისად და დაბალანსებულად იკვებებიან, ვიტამინების დამატებს სარგებლობას ვერ მოუტანს.
თუმცა განვითარებად ქვეყნებში არადამაკმაყოფილებელმა კვებამ და დაავადებებმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ფორმით ჰიპო- და ავიტამინოზი გამოიწვიოს, რომლებიც იკურნებიან მხოლოდ კონკრეტული ვიტამინების საშუალებით, საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის გადაწყვეტა კვების გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ვიტამინების ფართო რეკლამა ხელს უწყობს შიმშილის „მედიკალიზებას“ (ე. ი. მას მიეცეს სამედიცინო პრობლემის სახე – მთარგმნ. შენ.), და ამით არ შეეხოს არადამაკმაყოფილებელი კვების ეკონომიკურ და სოციალურ მიზეზებს. ამ ყველაფერთან ერთად, აქცენტი კეთდება „მკურნალობაზე“ და მწირი ფინანსური რესურსები იხარჯება ვიტამინებზე, და არა აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე [2]. (იხ. ქვემოთ ჩანართი 2 A ვიტამინის პრეპარატების შესახებ).
არადამაკმაყოფილებელი კვებით გამოწვეულმა ვიტამინების ნაკლებობამ, შესაძლოა გამოწივიოს ვიტამინების ნაკლებობის სპეციფიური სინდრომი (ჰიპო- ან ავიტამინოზი). ჰიპო- ან ავიტამინოზი შეიძლება გამოიწვიოს, აგრეთვე, საკვები ნივთიერების არასაკმარისად შეთვისებამ, ან გაძლიერებულმა ნივთიერებათა ცვლის მოთხოვნილებამ, მაგალითად ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ამ მდგომარეობებისას, ხანდახან სასარგებლოა ვიტამინების პრეპარატების ჩართვაც, როგორც თერაპიის შემადგენელი ნაწილისა. თუმცა, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის აზრით, „ცოტაა დამაჯერებელი მონაცემები ვიტამინებისა ან მინერალური ნივთიერებების პრეპარატების სარგებლიანობის შესახებ… ნორმალური დოზებით მკურნალობა მხოლოდ იმ პაციენტებისათვისაა გამართლებული, რომელთაც არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების ნორმალურად შეთვისება, ან კიდევ იტანჯებიან გარკვეული დაავადებებით, ან კიდევ ნივთიერებათა ცვლის თანშობილი დარღვევებით“ [3].
განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში იშვიათად გვხვდებამკვეთრად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზები, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების გამონაკლისის გარდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია ამტკიცებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა „კვების რაციონში საკმაო რაოდენობით იღებს ვიტამინებს, და აქედან გამომდინარე, არ არის პრეპარატების სახით დამატებითი ვიტამინების მიღება“ [4]. აშშ-ში „კლინიკურად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზი იშვიათობას წარმოეადგენს… ხოლო სუბკლინიკური ვიტამინების ნაკლებობა ძნელია დასადგენია“ [5]. ზემოთქმულის საფუძველზე, ამერიკის დიეტოლოგიის ინსტიტუტმა, ამერიკის კლინიკური დიეტოლოგიის საზოგადოებამ, ამერიკის დიეტოლოგიური ასოციაციამ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საბჭომ, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის სამეცნიერო საკითხების საბჭოსთან ერთად, გააკეთეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„ჯანმრთელი ბავშვებმა და მოზრდილებმა კვების პროდუქტებიდან უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები. საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების პასუხი უნდა იყოს არა სხვადასხვა პრეპარატების გამოყენება, არამედ პროდუქტების მრავალფეროვნება, რის შედეგადაც მცირდება საკვები ნივთიერებების როგორც უკმარისობის, ისე ჭარბი რაოდენობით მიღების რისკი“ [6].
A ვიტამინის პრეპარატები
შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 40 მილიონი ბავშვი აქვს A ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ჰიპო- ან ავიტამინოზი. ამის შედეგად, დაახლოებით 400 ათასი იღუპება და 2 500 000 ბავშვი ყოველწლიურად მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს მხედველობას. A-ავიტამინოზი ზრდის განვითარებად ქვეყნებში ბავშვების ჯანმრთელობისათვის სამი მთავარი დაავადების განვითარებისა და სიმძიმის რისკს: ფაღარათის დაავადებების, წითელასი და პნევმონიის. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ნეპალში ექვსი ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების განზოგადება გვიჩვენებს, რომ თუ სიტუაციას გავაუმჯობესებთ A ვიტამინის მოხმარების გაზრდით, შესაძლოა ბავშვთა სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება [2].
ამავე ექვსი გამოკველვის მონაცემების მიხედვით, გაუმჯობესება დგებოდა მას შემდეგ, როდესაც მოიხმარებოდა A ვიტამინის მაღალი დოზა (200 000 ME – საერთაშორისო ერთეული), ყოველი 6 თვის განმავლობაში; ან კიდევ – როგორც ეს ნაჩვენებია ერთ-ერთ ინდურ გამოკვლევაში – A ვიტამინის ყოველდღიური დოზის 8333 ME. ამ ინდურმა გამოკვლევამ აჩვენა ბავშვთა სიკვდილიანობის 54% -ით [3] შემცირება, ამასთანავე, მეორე ინდური ჰამოკვევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ A ვიტამინის მოხმარებამ, შესაძლოა, ვერ შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა [4]. ამავე დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ სუდანში ჩატარებული გამოკვლევის ავტორები [5]. მათ განაცხადეს, რომ „სიღარიბის შემცირება, სანიტარული პირობების გაუმჯობესება და ადეკვატური კვებაზე ხელმისაწვდომობა უნდა რჩებოდეს ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მთავარ მიზნებად“.
ეს მნიშვნელოვანი კამათის ერთ-ერთი პრინციპული ასპექტია, რომელიც ასევე მოქმედებს ზოგადად ვიტამინებთან დამოკიდებულებაზე, ისევე, როგორც სხვა წამლების რაციონალურ გამოყენებაზე. ინდოელი მეცნიერის კ. გოპალანის სიტყვებით, „სიღარიბისა და შიმშილის (არასაკმარისი კვების) წინაღღმდეგ ბრძოლაში არ არსებობს სასწაულმოქმედი წამლები, ჯადოსნური „ტყვიები“ და უმოკლესი გზები“ [6]. მას მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ვიტამინების პრეპარატები ვერ წყვეტენ ავიტამინოზის პრობლემას. „A ვიტამინის ორგანიზმში საკმაო რაოდენობით უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალება – ეს კვების რაციონის გაუმჯობესებაა“ და საბედნიეროდ, A-ავიტამინოზით მოცულს ქვეყნებს უხვად გააჩნიათ საკვების ბუნევრივი რესურსები საიმისოდ, რომ ებრძოლონ ამ დაავადებას; საჭიროა მხოლოდ ამ ქვეყნებისათვის დახმარება, რათა მათ შესძლონ ამ მიზნისათვის თავისი საკვები რესურსების მობილიზება; და არ შეიძლება, რომ გადაჭარბებული დამტკიცებებით მოტყუებულებმა, მათ განაგრძონ მხოლოდ სინთეზური A ვიტამინის დიდი დოზებით პერიოდულ სამედიცინო მკურნალობაზე დაყრდობა – ე. ი. იმ მეთოდზე, რომელიც მიღებული იყო მხოლოდ როგორც მკლევადიანი დახმარების საწყისი საშუალება“.
სხვა მკვლევარები ასევე მოუწოდებენ სიფრთხილისაკენ მათ, ვინც მოუწოდებს ასეთი ქვეყნებისათვის A ვიტამინის მიწოდების დაჩქარებას. მესამე ინდურ გამოკვლევაში გაკეთებულია დასკვნა, რომ „ჯანმრთელობისა და კვების პრობლემის გადასაჭრელად“ მხოლოდ A ვიტამინი არ არის საკმარისი. მკვლევარებმა მოუწოდეს ისეთი სოციალური და სხვა პროგრამების დამუშავებისაკენ, რომლებიც შესძლებენ გადაჭრან უწიგნურობის, განათლების, სამუშაოთი, ვაქცინაციითა და სანიტარული ნორმებით უზრუნველყოფის საკითხები, ასევე „ხელი შეუწყონ ინიციატივებს ბავშვთა კვების საკითხებში, რომლებიც ეფუძნებიან ადგილზე არსებულ, ფასით ხელმისაწვდომ, კულტურული ტრადიციებით ახლომდებარე საკვებ პროდუქტებს, რომლებიც, ამავდროულად, მდიდარია A ვიტამინით“ [7].
მათი, ვინც აკრიტიკებს კვების რაციონში ვიტამინების ხელოვნური დამატების მეთოდს, მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ჩარევა გადაჭრით ეწინააღმდეგება პირველადი სამედიცინო დახმარების სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აღნიშნავს ენტონი კოსტელო ლონდონის ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუდიან, A ვიტამინიის პრეპარატები უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ყველგან, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი საშუალება, „მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზედმიწევნით უნდა გაიაზრონ მანამ, სანამ მხარს დაუჭერენ ვერტიკალურად ორგანიზებულ ეროვნულ პროგრამებს, მოსახლების A ვიტამინით მომარაგების საკითხში. ფული შესაძლებელია, რომ დაიხარჯოს უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად, იმ ინიციატივებზე, რომლებიც ითვალისწინებენ პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექსურ გაუმჯობესებას უკეთესი მენეჯმენტისა და სწავლების გზით, ასევე ორგანიზაციული კულტურის განვითარებით, რათა ეს სამსახური გახდეს უფრო მოსახერხებელი იმ ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის, სადაც ერთ-ერთი პრობლევა სწორედ A-ავიტამინოზია“ [8].
ლიტერატურა
1. Ramalingaswami, V., “Challenges and opportunities – one vitamin, two minerals”, World Health Forum, Vol 13, No 2/3, 1992, pp222-31.
2. UNICEF, The State of the World’s Chitdren 1993, Oxford and New York, Oxford University Press, 1992, p12.
3. Anon., “Vitamin A and malnutrition/infection complex in developing countriet”, Lancet, Vol 336, 1 Dec 1990, pp1349-50.
4. Vijayaraghavan, K., Radhaiah, G., et at, “Effect of massive dose vitamin A on morbidity and mortality in Indian children”, Lancet, Vot 336, 1 Dec 1990, pp1342-5.
5. Guittermo Herrera, M., Nestel, P., et al, “Vitamin A tupptementation and child survival”, Lancet, Vol 340, 1 Aug 1992, pp267-71.
6. Gopatan, С., “Vitamin A deficiency and childhood mortatity”, Lancet, Vol 340, 18 July 1992, pp177-8.
7. Rahmathullah, L., Underwood, B.A., et al, “Diarrhea, respiratory infections, and growth are not affected by a weekly tow-dose vitamin A supplement: a masked, controlled field trial in children in southern India”, Americal Jornal of Clinical Nutrition, Vol 54, 1991, pp568-77.
8. Costello, A.M.de L., “Vitamin A supplementation”, Lancet, Vol 338, 31 Aug 1991, p568.
არასასურველი ეფექტები
ჩვეულებრივ, თუმცა მიღებულია, რომ ვიტამინები უვნებელია, ზოგიერთი მათგანის გადაჭარბებული მიღება შეიძლება რეალურ საფრთხედ შებრუნდეს. „ერთი ან რამდენიმე ვიტამინის გადამეტებული მოხმარებამ, შესაძლოა, სხვა საკვები ნივთიერებების უკმარისობა გამოიწვიოს; ხოლო ყველა მინერალური ნივთიერების, ცხიმში ხსნადი ვიტამინებისადა ასევე ზოგიერთი წყალში ხსნადი ვიტამინის დიდი დოზები ყოველთვის ტოქსიურია“ [14].
ცხიმში ხსნადი A ვიტამინის დიდმა დოზებმა შესაძლოა მადის დაკარგვა, ქავილი, კანის დაზიანება, წონის დაკარგვა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სისუსტე, ძვლებისა და სახსრების უბნებში შესიება გამოიწვიოს [15]. როდესაც ორსულ ცხოველებს A ვიტამინის დიდ დოზებს აძლევდნენ, ის განვითარების ანომალიებს იწვევდა [16], ხოლო ადამიანებში ტერატოგენულმა ზემოქმედებების ნიშნებმა [17] მკვლევარები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ფეხმძიმობის დროს არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო მოთხოვნილების გადამეტება. დიდ ბრიტანეთში ორსულ ქალებს ურჩევენ, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე არა მხოლოდ A ვიტამინის პრეპარატების გამოყენებისას, არამედ უარი თქვან ამავე ვიტამინის დიდი რაოდენობით გამოყენებაზე კვების ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა ღვიძლი.
D ვიტამინის გადაჭარბებული დოზები მაღლა სწევენ სისხლში კალციუმის დონეს, რაც იწვევს სისუსტეს, ძილისაკენ მიდრეკილებას, გულის რევის შეგრძნებას, ტკივილებს მუცელში, კუჭის შეკრულობას, მადის დაკარგვას, სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში კალციუმის დალექვას [18]. ამერიკის სამედიცინი ასოციაცია ყველას ურჩევს „მოერიდონ D ვიტამინის გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთ ახალშობილებსა და ბავშვებში, რომლებიც საკმაო რაოდენობით იღებენ მზის სინათლესა და ნორმალურად იკვებებიან“ [19].
D ვიტამინის ხანგრძლივი გადაჭარაბებული დოზით მიღებას ახალშობილებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი შეუძლია გამოიწვიოს, ტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს, თუ სადღეღამისო დოზა 25 მიკროგრამს არემატება (1000 ME). ბავშვებსა და ნორმალურ ზრდასრულ ადამიანებში თუ D ვიტამინის რაოდენობა 1,24 მგ-ს (50000 ME) აღემატება, ეს იწვევს სისხლში კალციუმის არანორმალურად მაღალ კონცენტრაციებს, ხოლო დამრტყმელი დოზების დიდი ხნის განმავლობაში მიღებას საბოლოო ჯამში მოსდევს თირკმელების შეუქცევადი უკმარისობა და სიკვდილი. თუ D ვიტამინი შედის პოლივიტამინების პრეპარატების შედგენილობაში, მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მიკროგრამის რაოდენობის სადღეღამისო მოთხოვნილებას, ანუ 400 ME-ს [20].
რამდენადაც E ვიტამინიც ცხიმში ხსნადებს მიეკუთვნება, „დიდი სიფრთხილეა საჭირო“ მისი დიდი დოზების მიღებისას. ნაჩვენები იყო, რომ E ვიტამინის ყოველდღიური ხანგრძლივი მიღება თუნდაც ისეთ დაბალ დოზებშიც, როგორიცაა 270-540 მგ, ზოგ პაციენტში იწვევდა გულის რევას, კუნთების სისუსტეს, მალე დაღლას, თავის ტკივილსა და არაზუსტ მხედველობას [21]. ჯერ არ არის საკმარისი მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდნენ E ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზს და მისი დამატებითი მოხმარების აუცილებლობას.
ვიტამინები და ინტელექტი
დიდი ხანია მიდის იმის მტკიცება, მას შემდეგ, რაც არსებობს ვიტამინები, რომ მათ შეუძლიათ ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება. მათი ფესვები მიდის იმ საყოველთაოდ მიღებულ ფაქტში, რომ არასაკმარისმა კვებამ, შესაძლოა, იმოქმედოს ტვინსა და გონებრივ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება დავუკავშიროთ დაბალ გონებრივ განვითარებას. ამის შემდეგ თავისთავად ჩნდება დასკვნა, რომ ვიტამინების მოხმარება იმ ადამიანებშიც, რომლებიც სრულყოფილად იკვებებიან, გააუმჯობესებს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაგრამ ეს დასკვნა არ არის ფაქტებით გამყარებული.
ლიტერატურა:
1. Benton, D. and Roberts, G., “Effect of vitamin and mineral supplementation on intelligence of a sample of schoolchildren”, Lancet, 23 Jan 1988, pp140-3
2. Naismith, D.J., Nelson, M., et al, “Can children’s intellegence be increased by vitamin and mineral supplementation?”, Lancet, 6 Aug 1988, p335
3. Crombie, I.K., Todman, J., et al, “Effect of vitamin and mineral supplementation on verbal and non-verbal reasoning of schoolchildren”, Lancet, Vol 335, 31 Mar 1990, pp744-7
4. Benton, D. and Buts, J-P., “Vitamin/mineral supplementation and intellegence”, Lancet, Vol 335, 12 May 1990, pp1158-60
5. Anon., “Brains and vitamins”, Lancet, Vol 337, 9 Mar 1991, pp587-8
თუკი წყალში ხსნადი ვიტამინები (ვიტამინები B და C ვიტამინი) გადაჭარბებული რაოდენობით მიიღება, ისინი ადვილად გამოიდევნებიან ორგანიზმიდან, და ამით მინიმუმამდე დაჰყავთ არასასურველი ეფექტები. თუმცა C ვიტამინს დღეში 1 გრამზე მეტი დოზით შეუძლია როგორც კუჭის აშლილობის, ისე ნაწლავების გაღიზიანების გამოწვევა. მის დიდ დოზებს ასევე შეუძლიათ ცდომილების გამოწვევა სისხლის ჩვეულებრივი ანალიზების დროს. გარდა ამისა, 1 გრამაა სადრეღამისო დოზას შეუძლია სისხლში ესტრადიოლის შემცველობის მომატება. თუკი ის ქალები, რომლებიც მოიხმარდნენ ორალურ კონტრაცეპტივებს ეთილენესტრადიოლთან ერთად, უეცრად შეწყვეტენ ვიტამინ С-ს მიღებას, შესაძლოა, რომ კონცენტრაცია ეფექტური აღარ აღმოჩნდეს [[2]. ვიტამინ B6-ის დიდი დოზები ნერვული სისტემის მძიმე დაზიანენების მიზეზი იყი. [23].
ორი „ვიტამინი B“, რომლის არიდებაც მართებულია – ესენია ვიტამინი B15 და ვიტამინი B17. ამერიკის სამედიცინო ასოციაციას მიაჩნია, რომ, „ტოქსიური ნივთიერებები, ცნობილები როგორც ვიტამინი B15 (პანგამის მჟავა) და ვიტამინი B17 (ლეტრილი), არ წარმოადგენენ არც საკვებ ნივთიერებებს, არც ვიტამინებს. ლეტრილი 6%-მდე ციანიდს სეიცავს; ის იყო ციანიდით ქრონიკული მოწამვლებისა და სიკვდილის მიზეზიც. პანგამის მჟავას ანუ პანგამატს შეუძლია მუტაგენური ზემოქმედება. არც ერთ ამ ნივთიერებას არ გააჩნია დამტკიცებული საკვები ან სხვა რომელიმე ღირებულება“ [24].
ფაქტები მონაგონის წინააღმდეგ
დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ვიტამინები სასარგებლოა ისეთი სხვადასხვა მდგომარეობების ფართო სპექტრის დროს, როგორიცაა ართრიტი, ასთმა, ნეფრიტი, რევმატიული ციება, შიზოფრენია და სისხლძარღვების დაზიანებები. აშშ-ში ვიტამინების მიღებისათვის მნიშვნელოვანი მიზეზია „მცდარი შეხედულება, რომ ასეთი პრეპარატები უზრუნველყოფენ დამატებით ენერგიას და „კარგ გუნება-განწყობაზე“ დაყენებას“ [25].
ასევე პოპულარულია მითი იმის შესახებ, რომ ვიტამინები B, და განსაკუთრებით B6, აიოლებენ ფეხმძიმობისას გულის რევისა და ღებინების გადატანას, და ასევე სასარგებლონი არიან მენსტრუაციისწინა სინდრომის დროს. თუმცა, ამავე დროს „ეს სამკურნალო ეფექტები საჭიროებენ დადასტურებას კარგად კონტროლირებული კლინიკური გამოცდების შედეგებით“ [26].
არსებობს გავრცელებული წარმოდგენა იმაზე, რომ ვიტამინი C არჩენს ჩვეულებრივ გაციებას, გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ ის სეთავაზებული იყო, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება. „მტკიცებებმა, რომ ვიტამინი C ეხმარება გაციებისას ან ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ვერ მიიღო დადასტურებები“ [27]. ამერიკის სამედიცინო ასოციაცია ამბობს, რომ „არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ასკორბინის მჟავის ფარმაკოლოგიურ დოზებს არ გააჩნიათ დადებითი ეფექტი კიბოთი დაავადებულ პაცინტებზე, მისი მიმდინარეობის III-IV სტადიებზე“. ის ასევე ამტკიცებს, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, ვიტამინი C დამრტყმელ დოზებში არ ავლენს არავითარ მოქმედებას ათეროსკლეროზზე, ჭრილობების შეხორცებაზე და შიზოფრენიაზე; და რომ არსებობს დაავადებათა მთელი რიგი – ასთმისა და მამაკაცების უშვილობის ჩათვლით – რომელთა მიმართაც არ არსებობს საკმარისი რაოდენობის დამატკიცებელი მონაცემები ვიტამინ C-ს რაიმე სარგებლიანობაზე [28].
არ არსებობს აგრეთვე ვიტამინ E-ს ეფექტურობაზე იმ მდგომარეობების დროს, რომლების დროსაც მას ფართოდ იყენებენ. „დიდი დოზები ვერ ირიდებს ათეროსკლეროზს, კიბოს, დაბინძურებული ჰაერის მიზეზით გამოწვულ ფილტვების დაავადებებსა ან დაბერებისას ჯანმრთელობის გაუარესებას; და ვიტამინი E არაეფექტურია კანის ანთებითი დაავადებების დროს, მორიგი მუცლის მოშლისას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, მენოპაუზის სინდრომისას, უნაყოფობისას, პეპტიური წყლულის, დამწვრობისას და პორფირიის დროს“ [29].
თუკი ასეთი დოზებით ხმარებისას ცალკეულ ვიტამინებს არ გააჩნიათ მოქმედება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება ამ ნივთიერებების ერთად კომბინირებით. თუმცა, ბევრი პოლივიტამინური „სტიმულატორის“ მიმართ ამტკიცებენ, რომ ეს ასეა. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის აზრით, „ვიტამინების პრეპარატები არ უნდა გამოიყენებოდნენ როგორც გუნება-განწყობის მასტიმულირებელი საშუალება – რადგანაც ისინი ამას ვერ აკეთებენ; ისინი არ უნდა გამოიყენებოდნენ, აგრეთვე, როგორც დაბალანსებული კვების ჩანაცვლების საშუალება“ [30]. მედიკამენტების შესახებ ბრიტანულ სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ „პოლივიტამინების ტაბლეტებს ღირებულება ძირითადად თავიანთი მწარმოებლებისათვის აქვთ“ [31].
ისეთი მდგომარეობების დროსაც კი, როდესაც ვიტამინების პრეპარატები ხანდახან სასარგებლოა, მათ ყველა პაციენტი არ საჭიროებს. ჩვეულებრივ ვარაუდობენ, რომ ყველა ფეხმძიმე ან მეძუძურ ქალს, ახალშობილს და ბავშვებს ზრდის პერიოდში, და ასევე ხანდაზმულ ადამიანებს, ესაჭიროებათ ვიტამინების ტაბლეტები. თუმცა, რაც შეეხება ფეხმძიმე ქალებს, „დაბალანსებული კვება ვიტამინის პრეპარატებზე ჯანმრთელობის უკეთეს საფუძველს წარმოადგენს“ [33]. ბავშვებისათვის ვიტამინები რეკომენდებულია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში – სპეციფიური ჰიპო- ან ავიტამინოზების დროს, როდესაც ,ათი არადამაკმაყოფილებელი კვება აიხსნება კულტურული ტრადიციებით, ან როდესაც ბავშვებს აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის სპეციფიური დარღვევები, ან კიდევ, როდესაც საკვები ნივთიერებები ცუდად შეიწოვება [34]. ხოლო ზრდასრულ ადამიანებში „ ყველაზე მთავარი საშუალება, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ საკვები ნივთიერებების წყალობით შეინარჩუნოთ კარგი გუნება-განწყობილება – ეს ჯანმრთელი და დაბალანსებული კვებაა“ [35].
არაეფექტური ინგრედიენტები
ვიტამინების ზოგიერთი პრეპარატი, იმის გარდა, რომ მათ უკეთდებათ არასწორი გამოყენების რეკლამა, შეიცავს არასაჭირო და უსარგებლო ინგრედიენტებს. ამერიკის მედიკოსთა ასოციაცია ურჩევს ყველას იმის გათვალისწინებას, რომ პოლივიტამინების პრეპარატებში „ისეთი დამატებითი კომპონენტები, როგორებიცაა ღვიძლი, საფუარი და ხორბლის ღივები, ვერ უზრუნველყოფენ რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობებს სუფთა ქიმიურ ინგრედიენტებთან მათი შედარებისას; ხოლო მათ შედგენილობაში ისეთი კომპონენტების ჩართვა, რომელთა ღირებულება დამტკიცებული არ არის (მაგალითად, ქოლინის, მეთიონინის, ლეციტინის, ბიოფლავონოიდების, ინოზიტოლის), უსაფუძვლოა“ [36].
სამოქმედო რეკომენდაციები
1. მთავრობებმა მკაცრი კონტროლი უნდა შემოიღონ იმ მთკიცებებზე, რომლებიც ვიტამინების პრეპარატებს შეეხება.
2. სპეციფიკური ჰიპო- და ავიტამინოზის სამკურნალოდ გამოყენებული ვიტამინების მაღალი დოზებს უნდა გააჩნდეთ მკვეთრი და მკაფიო მარკირება, და უნდა განსხვავდებოდნენ იმ პრეპარატებისაგან, რომლებიც იხმარებიან კვების რაციონის დანამატად. თუკი ჰიპო- ან ავიტამინოზი ნამდვილად აღინიშნება, საჭირია ერთი ინგრედიენტის მქონე პრეპარატის გამოყენება, და არა პოლივიტამინური პრეპარატებისა.
3. ბაზრიდან ამოღებულ უნა იქნეს ვიტამინების არარაციონალური კომბინაციები.
4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მუშაკებისათვის უნდა შემუშავდეს ობიექტური ინფორმაცია ვიტამინების რაციონალური გამოყენების შესახებ.
ლიტერატურა
1. АМА, Drug Evaluations, Philadelphia, W.B. Saunders Co., (6th edn) 1986, p841.
2. Macdonald, JJ., Primary Health Care: medicine in its place, London, Earthscan, 1993, p25.
3. АМА, ор cit, p841.
4. Henry, J. (ed.), The British Medical Association Guide to Medicines & Drugs, London, Dorling Kindersley, (2nd edn) 1991, p145.
5. АМА, ор cit, p859.
6. Griffith, H.W., The Vital Vitamin, Wellingborough, UK, Thorsons, 1988, p1.
7. Amorim Cruz, J.A., Moreiras-Varela, O., et al, “Intake of vitamins and minerals”, European Journal of Clinical Nutrition, Vol 45 (Suppl. 3), 1991, pp121-38.
8. Anon., “Who needs vitamin pills?”, Which?, Feb 1990, p77.
9. Anon., “Self-medication products in Germany”, Scrip, No 1773, 24 Nov 1992, p4.
10. Subar, A.F. and Block, G., “Use of vitamin and mineral supplements: demographics and amounts of nutrients consumed”, American Journal of Epidemiology, Vol 132, No 6, 1990, pp1091-1101.
11. Medeiros, D.M., Bock, M.A., et al, “Long-term supplement users and dosages among adult westerners”, Journal of the American Dietetic Association, Vol 91, No 8, Aug 1991, pp980-2.
12. Sanberg, P. and Krema, R.M.T., Over-the-counter Drugs: Harmless or Hazardous?, London, Burke Publishing, 1988, p81.
13. Chemical Market Review, 8 Oct 1984.
14. АМА, ор cit, p859.
15. Parish, P., Medicines: a guide for everybody, London, Penguin (6th edn, revised), 1989, p212.
16. АМА, ор cit, p847.
17. Martínez-Frías, M.L. and Salvador, J., “Megadose vitamin A and teratogenicity”, Lancet, 30 Jan 1988, p236;
Anon., “Vitamin A intake in pregnancy”, Lancet, Vol 336, 27 Oct 1990, p1063.
18. Parish, ор cit, p214.
19. АМА, ор cit, рр860-1.
20. Ibid, pp848 and 860.
21. Ibid, p849.
22. Ibid, pp850-1.
23. Grant, R., Which? Medicine, London, Consumers Association and Hodder & Stoughton, 1992, p466.
24. АМА, ор cit, p841.
25. Gilman, A.G., Rail, T.W., Nies, A.S, and Taylor.P. (eds), Goodman and Gilman’s The Pharmacological Basis of Therapeutics, New York, Pergamon Press, (8th edn) 1990, p1528.
26. Reynolds, J.E.F. (ed.), Martindale: The Extra Pharmacopoeia, London, The Pharmaceutical Press, (29th edn) 1989, p1271.
27. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, p341.
28. АМА, ор cit, pp850-1.
29. Ibid, p849.
30. Henry, ор cit, p145.
31. Cawson, R. and Spector, R., Drugs and Medicines: a consumers’ guide, Oxford, Oxford University Press, 1990, p105.
32. Parish, ор cit, pp214-5.
33. Phillips, A., Rakusen, J. (eds) and the Boston Women’s Health Collective, The New Our Bodies, Ourselves (2nd UK edition), London, Penguin Books, 1989, p345.
34. Rylance, G. (ed.), Drugs for children, Copenhagen, WHO, 1987, p147.
35. Wolfe, S.M., Fugate, L., et al, Worst Pills Best Pills, Washington, Public Citizen Health Research Group, 1988, p426.
36. АМА, ор cit, p859.
37. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, ор cit, p340.
38. Reynolds, ор cit, pp1257, 1258, 1266 and 1270.
39. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, ор cit, p320.
40. MIMS Middle East, Dec 1990, p128;
MIMS Africa, Jul 1991, p98;
MIMS Caribbean, Jan 1991, p55.
41. АМА, op cit, p844.
42. Reynolds, ор cit, p1276.
43. АМА, ор cit, p854.
44. MaLAM letter to Servier, Apr 1990.
45. MaLAM letter to SmithKline Beecham, Jan 1992.
46. Anon., “UK vitamin manufacturer fined over IQ claims”, Scrip, No 1763, 20 Oct 1992, p9.
47. Chetley, A. and Gilbert, D., Problem Drugs, The Hague, HAL 1986, p6 of Vitamins section.
48. Park, Y.K., Kirn, I, and Yetley, E.A., “Characteristics of vitamin and mineral supplement products in the United States”, American Journal of Clinical Nutrition, Vol 54, 1991, pp750-9.