დიფენილოქსილატი

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

„არც ისე უსაფრთხო წამალი“

მსოფლიოში ფაღარათის საწინააღმდეგო ორი ყველაზე უფრო მეტად გაყიდული პრეპარატიდან, ერთი – ლომოტილი, შედიოდა იმ 200 წამლისაგან შემდგარ ჯგუფში, რომელიც 1988 წელს სხვა წამლებზე ყველაზე ხშირად ინიშნებოდა აშშ-ში [3]. ლომოტილი ისევე ანელებს ნაწლავების მოტორიკას, როგორც ოპიატები, და მოქმედების ფაღარათის არა მიზეზზე, არამედ სიმპტომზე [4].
აშშ-ში ლომოტილს თან მიჰყვება გაფრთხილება, რომ ეს „არ არის უსაფრთხო წამალი და მათი დოზირება მკაცრად            უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ბავშვებში“

 [5]. ეს გაფრთხილება იმიტომაა, რომ უკვე არსებობდა რამდენიმე შემთხვევა ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკოზის შესახებ ნორმალური თერაპევტული დოზების გამოყენებისას; და, რადგანაც, მძიმე ფაღარათის შემთხვევაში, წამლის განმეორებითი მიღებისას ხშირად ადგილი ჰქონდა დოზის გადამეტებას. ეს გადამეტება, შესაძლოა, რომ დასრულდეს კომით ან სიკვდილით. დიფემოქსილატი ასევე გვევლინება პატარა ასაკის ბაშვებში ხშირი შემთხვევითი მოწამვლის მიზეზად [6]. 1983 წლის ცნობებში, დიფენილოქსილატი დასახელებული იყო როგორც „(დიდ ბრიტანეთში) 5-წლამდე ასაკის ბავშვებში შემთხვევითი მოწამვლების მნიშვნელოვან მიზეზად. დოზის გადამეტების სიმპტომები შესაძლებელია გამოჩნდნენ უკვე მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღების შემდეგ“ [7].
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ისეთი პრეპარატები, როგორიცა დიფელოქსილატი, „შესაძლოა ძალზედ სახიფათონი იყვნენ და სიკვდილის კი გამოიწვიონ ახალშობილებში, მათი არასწორად გამოყენების შემთხვევაში“ [9].

 არაეფექტური წამალი?

 გარდა ბაშვებისათვის არსებული საფრთხისა, არსებობს ასევე სერიოზული ეჭვები დიფენილოქსილატის ეფექტურობაში. ლომოტილი არ თრგუნავს ფაღარათის საწყის მიზეზს [14]. მაგალითად, დიფენილოქსილატი აღწერილი იყო როგორც ინფექციური ფაღარათის „ყველაზე ცუდი საშუალება“, რამეთუ, მას შეუძლია გაახანგრძლივოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები რჩებიან ნაწლავურ ტრაქტში [15].  ტოქსინები შლიან ნაწლავური ტრაქტის ლორქოვან გარსს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სითხის დაკარგვასა და გაუწყლოების გაძლიერებას.

ყველაზე თანამედროვე მეცნიერული მონაცემების სრული ანალიზის საფუძველზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემდეგი დასკვნა გამოიტანა:
„დიფენილოქსილატი არ შეიძლება რეკომენდებული იყოს ბავშვებში ფაღარათის სამკურნალოდ, და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი პ;ედიატრიული მოთხოვნილებებისათვის მისი წარმოებისა და გაყიდვის თხიერი სამკურნალო და სიროპების ფორმით“ [19].

სამოქმედო რეკომენდაციები

  • ყველა პროდუქტი, რომელიც შეიცავს დიფენილოქსილატს, არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვებში.
  • დიფენილქოსილატზე არსებული ყველა ინფორმაცია და სარეკლამო მასალა დიფენილოქსილატის შემცველ პროდუქტებზე, უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ:
  • პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია წარმოადგენს მკურნალობის უპირველეს სახეს ფაღარათის უმეტესი შემთხვევების დროს;
  • ეს პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული მწვავე ფაღარათის დროს;
  • ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ფეხმძიმე და მეძუძურმა ქალებმა; ხანდაზმულმა ადამიანებმა; ღვიძლის ფუნქციების დარღვევითა და სიყვითლით დააავადებულებმა; მან, შესაძლოა, მიჩვევა გამოიწვიოს; და აგრეთვე ზედმიწევნით უნდა შესრულდეს დოზირების ყველა მოთხოვნა;
  • ეს პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ნაწლავების ანთებითი დაავადებების სტანდარტული მკურნალობისათვის.
    ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, შესაძლოა,  გაუჩნდეთ სურვილი, რომ აკრძალონ ეს ეს პროდუქტი, როგორც არაქმედითი ფაღარათის მკურნალობის დროს.

ლიტერატურა

1.     Physicians’ Desk Reference, Oradell, NJ, Medical Economics Company, 44th edn, 1990, p2069.
2.     The incident is described in Chetley, A., A Healthy Business? World Health and the Pharmaceutical Industry, London, Zed Books, 1990, рр60-1.
The advertisements appeared in Australian Doctor (12Feb 1988) and Medical Observer (17 Mar 1988).
Reports of the incident appeared in: Totaro, P., “Row as drug firm offers doctors prize”, Daily Telegraph (Australia), 29 Apr 1988;
McDonnell, D., “Drug company in offer uproar”, Sun (Australia), 30 Apr 1988; “Doctors enticed to prescribe anti-diarrhoea pill’ (press release), Australian Consumers” Association, Sydney, Apr 1988; Margo.J., “Medicine men bewitch doctors”, Sydney Morning Herald, 14 Jan 1989.
3.     Chilnick, L.D. (ed.), The Pill Book, New York, Bantam Books, (4th edn) 1990, p946-51.
4.     Ibid., p473.
5.     Physicians’ Desk Reference, op cit at note 1, p2069.
6.     WHO, The rational use of drugs in the management of acute diarrhoea in children, Geneva, WHO, 1990, p12.
7.     Drug and Therapeutics Bulletin, “Prescribing for Acute Diarrhoea”, Vol 21, No 26, 30 Dec 1983.
8.     Medical Letter, “Lomotit for diarrhoea in children”, No 25, 1975, p 104.
9.     WHO, The treatment and prevention of acute diarrhoea: Practical guidelines, Geneva, WHO, (2nd edn) 1989, p4.
10. Medawar, C. and Freese, В., Drug Diplomacy, London, Social Audit, 1982.
11. ABPI, ABPI Data Sheet Compendium 1988-89, London, Datapharm Publications, 1988, p577
BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 21, March 1991, p38.
12. Parish, P., Medicines: a guide for everybody, London, Penguin (6th edn, revised), 1989, p144.
13. Jackson, D.M. and Soothill, R., Is the Medicine Making You ill?, North Ryde (Australia), Angus & Robertson, 1989, pp143-4.
14. Chilnick, L.D., op cit, p473.
15. Lappe, M., When Antibiotics Fail, Berkeley, North Atlantic Books, 1986, p154.
16. WHO, 1990, op cit, pp8-11.
17. The advertisement was in the October 1990 edition of the Philippine Index of Medical Specialities, p25.
The study was: Lustman, F., et al, “Diphenocylate hydrochloride (Lomotil) in the treatment of acute diarrhoea”, British Journal of Clinical Practice, Vol 41, No 2, Mar 1987, p648.
18. WHO, 1990, op cit, p8.
19. Ibid., p7.
20. Parish, P., op cit, p144.
21. Henry, J. (ed.), The British Medical Association Guide to Medicines & Drugs, London, Dorling Kindersley, (2nd edn) 1991, p253.
Chilnick, L.D., op cit, p474.
Griffith, H.W., Complete Guide to Prescription & Non-prescription Drugs, Los Angeles, The Body Press, (7th edn) 1990, p365.
Reynolds, J.E.F. (ed.), Martindale: The Extra Pharmacopoeia, London, The Pharmaceutical Press, (29th edn) 1989, p1088
Physicians’ Desk Reference, op cit, p2069.
22. ABPI, op cit, p577.
Griffith, H.W., op cit, p365.
Physicians’ Desk Reference, op cit, p2069.
23. Henry, J., op cit, p253. Lappe,M., op cit, p154
Griffith, H.W., op cit, p365.
Physicians’ Desk Reference, op cit, p2069.
24. ABPI, op cit at, p577.
Henry, J., op cit, p253.
25. Griffith, H.W., op cit, p365.
26. Jackson, D.M. and Soothill, R., Is the Medicine Making You ill?, North Ryde (Australia), Angus & Robertson, 1989, pp143-4.
27. WHO, 1990, op cit, p7.
28. Griffith, H.W., op cit, p365.
29. Physicians’ Desk Reference, op cit, p2069.
30. Griffith, H.W., op cit, p365.
Reynolds, J.E.F., op cit, p1087.
31. AMA, Drug Evaluations, Philadelphia, W.B. Saunders Co., (6th edn) 1986, p965.
32. Physicians’ Desk Reference, op cit, p2070.
Reynolds, J.E.F., op cit, p1087.
33. AMA, op cit, p965.