გრანტები უფასო სწავლებისათვის

გრანტი: როგორ მივიღოთ განათლება საზღვარგარეთ უფასოდ

უცხოეთში სწავლა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. დასავლეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უფრო მეტი პერსპექტივები აქვთ, განსაკუთრებით არქიტექტურის, დიზაინის და ხელოვნების სფეროში. თუ უკვე გაქვთ დიპლომი ან ბოლო კურსების სტუდენტი ხართ, თქვენ გაქვთ ყველანაირი შანსი წახვიდეთ უცხოეთში სასწავლებლად. ამისათვის განსაკუთრებულად საჭიროა სწავლის დიდი სურვილი, ნიჭი და თავდაჯერებულობა.

რა არის გრანტი?

გრანტი ეს არის პირადი ფონდის გაკეთება საკუთარ განათლებაში, პროექტი ან კვლევითი სამუშაო.

გრანტმა შეიძლება სრულად დაფაროს სწავლის ყველა დანახარჯი (ასევე ბილეთების, საცხოვრებლის, ვიზის გაფორმების და სხვ. საფასური) – ეს იშვიათია, ან აანაზღაუროს მხოლოდ სწავლება. ასეთ შემთხვევაში კი დანარჩენი ხარჯები თქვენ უნდა დაფაროთ.

რითი დავიწყოთ?

დასაწყისისთვის შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კურსის შესახებ, რომლის გავლაც გინდათ და სასწავლო დაწესებულების შესახებ, რომელიც მას გთავაზობთ.

ჯობს მოძებნოთ რამოდენიმე ვარიანტი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს; ეს გაზრდის სასურველი გრანტის მიღების შანსს. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ერთ დეტალს: არ შეიძლება ერთდროულად განაცხადი შეიტანოთ ოქსფორდსა და კემბრიჯში; დაშვებულია განცხადების შეტანა ოქსფორდსა და სხვა რამოდენიმე უნივერსიტეტში.

შემდეგ გადაწყვიტეთ რომელ ქვეყანაში გინდათ სწავლა; აქ კი ძირითადი ფაქტორია უცხო ენის ცოდნა ან იმ ქვეყნის ენის სწავლა, სადაც მიემგზავრებით. რა თქმა უნდა სასურველი იქნება თუ შესაბამისი ენა გეცოდინებათ, მაგრამ თუ არ იცით, არ ინერვიულოთ, დღეისათვის თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულება გთავაზობთ ინგლისურენოვან პროგრამებს, მაგალითად: გერმანია და ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყნები. ასევე, შეიძლება საერთოდ არ ფლობდეთ გერმანულ ენას, მაგრამ შეისწავლოთ ადგილზე კურსის განმავლობაში; თუმცა ინგლისური უნდა იცოდეთ მაღალ დონეზე (IELTS ან  TOEFL), გრანტის მისაღებად საბუთების გაფორმების დროს მოგთხოვენ შესაბამის სერთიფიკატს. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნების წარმომადგენლებისთვის ენის მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰუმანიტარებისთვის.

როგორ და სად უნდა ისწავლოთ?

არსებობს სასწავლო დაწესებულებების დიდი რაოდენობა, რომელიც გვთავაზობენ პროგრამებს ხელოვნების, არქიტექტურის, დიზაინის და სხვა სფეროებში და თითოეული მათგანი ტრადიციულად ძლიერია ამა თუ იმ დისციპლინაში.

ქვემოთ მოცემული სია სრული არ არის და არც სასწავლებლების რეიტინგია; ეს უბრალოდ რეკომენდაციაა იმ სასწავლებლებისა, რომლებიც საუკეთესოა მის სფეროში და გთავაზობთ გარანტირებულ ხარისხიან განათლებას.

  • დიდი ბრიტანეთი – არქიტექტურა, ურბანიზმი, დიზაინი, ხელოვნება, მოდა

–         AA

–         Bartlett school of Architecture

–         University of the Arts/ chelsea university of the arts

–         Central Saint Martins College of Art & Design

–         “London Met”, London Metropolitan University

  • ბელგია – მოდა, დიზაინი

–         The Royal Academy of Fine Arts/ ანტვერპენი

  • გერმანია – ხელოვნების ისტორია, ფაინ-არტი, არქიტექტურა

–         Jacobs University/ ბრემენი

–         Freie Universität Berlin/ბერლინი

  • ესპანეთი – ურბანიზმი, არქიტექტურა, ფოტოგრაფია

–         მარჩელინო ბოტინის/სანტანდერი გრანტი (სახვითი ხელოვნების სფერო: საგანმანათლებლო, კვლევითი და ინდივიდუალური კურსები, რომლებიც მიმართულია მხატვრული პროექტის რეალიზაციისკენ)

  • იტალია – დიზაინი

–         Domus Academy/მილანი

  • ნიდერლანდები – არქიტექტურა, დიზაინი, პროგრამები კურატორებისთვის

–         Delft University of Technology/დელფტი

  • აშშ – არქიტექტურა, ურბანიზმი, დიზაინი, ხელოვნება, კინო

–         Columbia University/ ნიუ-იორკი

–         Harvard University /კემბრიჯი

–         New York Film Academy/ ნიუ-იორკი

  • საფრანგეთი – ფაინ-არტი, პროგრამები კურატორებისთვის

–         კურატორების კურსი Ekole diu Magazin – ში/ გრენობლი

  • შვეიცარია – ხელოვნება, არქიტექტურა

–         Architecture University /მინდრიზიო

–         ETH/ ციურიხი

  • შვეცია – ფაინ-არტი

–         University of Gothenburg/ გოტებერგი

მაღალრეიტინგიანი სკოლების და უნივერსიტეტების საიტებზე, როგორც წესი არის განყოფილება Alumni, სადაც შეგიძლიათ გაესაუბროთ კურსდამთავრებულებს, გაეცნოთ მათ შეხედულებებს და შეფასებებს.

იყავით ყურადღებით სკოლის შერჩევისას, არ შეგაცდინოთ მყვირალა სახელმა და არ დაგეზაროთ იმათთან მიმოწერა ვინ ბოლო დროის განმავლობაში სწავლობდა იქ, ეს საშუალებას მოგცემთ შეაგროვოთ უფრო სრული და აქტუალური ინფორმაცია კურსის და სასწავლებლის შესახებ.

გრანტის მიღების ვარიანტები

  1. მმართველობა

აუცილებლად მიმართეთ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას, სადაც გსურთ სწავლის გაგრძელება. როგორც წესი, სტიპენდიების და გრანტების საკითხი ეხება კულტურის ან განათლების განყოფილებას, სადაც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას.

აგრეთვე შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზირებული სააგენტოების წარმომადგენლებს, მაგალითად: ბრიტანეთის საელჩო (British Council). საჭირო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ საიტებზე და იქვე ონლაინ რეჟიმში შეძლებთ შეიტანოთ განხცადება ან დასვათ შეკითხვები ვადების, პროგრამების, განათლების სისტემების და სხვ. შესახებ.

  • ბრიტანეთის საბჭო (British Council)
  • აკადემიური გაცვლითი პროგრამების გერმანული სამსახური (DAAD)
  • ფრანგული სააგენტო (CampusFrance)
  • შვედეთის ინსტიტუტი (Sweden Institute)

2.დამოუკიდებელი

კიდევ ერთი საშუალება საზღვარგარეთ სწავლისათვის გრანტის მისაღებად არის – თქვენს შესახებ ინფორმაციის გაგზავნა იმ უნივერსიტეტებში და კოლეჯებში, რომლებიც გაინტერესებთ: შესაძლოა მათ შემოგთავაზონ რაიმე ღირებული, თუ შეძლებთ გაიაროთ კონკურენცია და დაარწმუნოთ ისინი, რომ გრანტი უშუალოდ თქვენ გჭირდებათ. ამ გზით გრანტის მიღება ყველაზე რთულია, მაგრამ რეალური.

კარგი იქნება თუ გაარკვევთ, ხომ არ აქვს რაიმე ურთიერთობა იმ უნივერსიტეტს სადაც სწავლობდით ან სწავლობთ თქვენთვის სასურველ უცხოურ სასწავლებელთან.

        3.ფონდები

ყველაზე შრომატევადი ვარიანტია. თუ რაიმე მიზეზის გამო არ გაქვთ საშუალება მიიღოთ გრანტი მმართველობისგან (მაგ: არ გაქვთ შესაბამისი ასაკი ან სწავლობთ ვიწრო სპეციფიკურ სპეციალობას), შეგიძლიათ სცადოთ და ნელ-ნელა შეაგროვოთ საჭირო თანხა კერძო ფონდებიდან. უნდა მიმართოთ იმ ფონდს, რომელიც დაინტერესებულია თქვენი სფეროს განვითარებით.

ვადები

თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი განათლების სისტემა, პირობები და გრანტის ან სტიპენდიის მისაღებად საბუთების ჩაბარების ვადები. როგორ წესი, საბუთების მიღება იწყება ზაფხულის მეორე ნახევარში და გრძელდება შემოდგომის პირველი ნახევრის ბოლომდე.

მას შემდეგ, რაც აირჩევთ კურსს, დაგჭირდებათ დრო აუცილებელი დოკუმენტების შესაგროვებლად, გასაუბრების გასავლელად, საცხოვრებლის მოსაძებნად, ვიზის მისაღებად და სხვ. ამიტომ, რეკომენდებულია დაიწყოთ განაცხადის გაფორმება სწავლის სავარაუდო დაწყებამდე 1 წლით ადრე. რაც უფრო ადრე შეაგროვებთ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო პროგრამის შესახებ, წარმატების შანსიც უფრო მეტია; არ გადადოთ ბოლო დღემდე.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრანტის მისაღებად?

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ეს არის – საბუთების სწორად მომზადება. მოგთხოვენ:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს
  • CV (რეზიუმე)
  • უცხო ენების ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და სხვ.

საჭირო საბუთების სრულ სიას ნახავთ არჩეული პროგრამის ან შემომთავაზებელი ორგანიზაციის საიტზე.

საბუთებიდან ყველზე მნიშვნელოვანია ესსე ანუ სამოტივაციო წერილი. მას უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება. თუ რეზიუმე არის მოკლე აღწერილობა თქვენი განათლების, კარიერის და უცხო ენების ცოდნის, სამოტივაციო წერილი უნდა აღწერდეს თქვენი გააზრების, განხილვის, დარწმუნების და დასაბუთების უნარს. ესსემ მკაფიოდ უნდა უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გინდათ შესაბამისი გრანტი.

ესსეს დაწერისას წარმოადგინეთ თქვენი ძლიერი და მიზანმიმართული პიროვნება, რომელიც კარგად ერკვევა საკუთარ დისციპლინაში; ზუსტად უპასუხეთ თუ რატომ მაინცდამაინც თქვენ უნდა მიიღოთ გრანტი? რატომ ფიქრობთ რომ მიღებული აუცილებელი ცოდნით წვლილს შეიტანთ თქვენი ქვეყნის განვითარებაში? გახსოვდეთ, რომ გრანტებს გასცემენ ეკონომიკურად კარგად განვითარებული ქვეყნების მმართველობები განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.

ზოგიერთი სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისას, საჭიროა ჟიურისთან გასაუბრების გავლა. ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ თუ მიგიწვიეს გასაუბრებაზე, ე.ი. კონკურსის პირველი ეტაპი გაიარეთ. თუ შესარჩევი კომისია, თქვენი კანდიდატურის განხილვის შემდეგ დათანხმდა გრანტის გაცემას, ოპიციალური შეტყობინება მოგივათ რეზიუმეში მითითებულ მისამართზე. შემდეგ მიმართეთ საელჩოს ან სავიზო ცენტრს და განაცხადეთ ვიზის მისაღებად.

ყველა პროგრამა დაინტერესებულია, მოძებნოს ძლიერი ტვინი; ამიტომ ეცადეთ თავი წარმოაჩინოთ, როგორც ძლიერი, მათთვის სასურველი კანდიდატი.

ლიტ: http://www.lookatme.ru/flow/posts/art-radar/101261-granty