შევდივართ კონტროლ პანელში; მარცხენა სვეტში Appearance (,,იერსახე“) და აჭერთ Edit Themes (,,რედაქტორი“). გადადიხართ გვერდზე ,,თემების რედაქტორი“. აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ამ კოდებში რაიმე არ წაშალოთ.
Edit Themes (,,თემების რედაქტორი“) გვერდზე, მარჯვენა სვეტში აკლიკებთ Main Index Template ,,ძირითადი თემა“ (index.php); გაიხსნება პირველი (მთავარი გვერდი) კოდებში. როცა რაიმე ცვლილების შეტანა გვინდა აქ (ამ შემთხვევაში გვინდა ბანერის დასმა) თავის დაზღვევის მიზნით, ძალიან ფრთხილად (!) მონიშნეთ თავიდან ბოლომდე ეს კოდები, დააკოპეთ და ჩააპეისტეთ Notepad-ში და შეინახეთ მანამ, სანამ მშვიდობიანად დაამთავრებთ სასურველი ცვლილებების შეტანას. ეს იმიტომ რომ, თუკი რაიმე შეცდომით გააკეთეთ, მონიშნულს ისევ აქ ჩააპეისტებთ და აღადგენთ საწყის ვერსიას.
აქ უნდა მოძებნოთ ფრაზა <?php if (have_posts()) : ?> და ამის შემდეგ ჩასვამთ ბანერის კოდს.
ბანერის კოდს აიღებ შემდეგნაირად:
კურსორს ჩააწკაპუნებთ ცარიელ ფურცელზე, და ავვირთავთ სასურველ ბანერს; ბანერის ასატვირთავად აჭერთ პატარა ოთხკუთხედზე, რომელიც მდებარეობს ცარიელი ფურცლის ზემოთ, ,,ატვირთვა/ჩასმის“ მარჯვნივ;
ნახატს/სურათს მისცემთ შუა მდებარეობას და დალინკავთ;
ზემოთ არის წარწერა ,,ვიზუალური“ და მის გვერდით HTML; აჭერთ ამ HTML-ზე და გადადიხართ კოდებში, ანუ სურათი მოცემულია უკვე კოდებში; მონიშნავთ კოდებს და ბრუნდებით Appearance (,,იერსახე“), Edit Themes (,,რედაქტორი“), აჭერთ Main Index Template (,,ძირითადი თემა“) (index.php);
მოძებნით ფრაზას <?php if (have_posts()) : ?>
და ამ ფრაზის ბოლოში ჩააპესიტებთ ბანერის კოდს. ამის შემდეგ და აჭერთ ღილაკზე ,,ფაილის განახლება“. სულ ესაა
…
…