WordPress – კონსულტაციები
- მართვის პანელში – ,,იერსახე“ და შემდეგ ,,ვიჯეტები“;
- აქ ,,ხელმისაწვდომ ვიჯეტებში“ არის სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე ვიჯეტები, მაგ. ,,ტეგების ღრუბელი“, Rss და სხვ. თუკი ვიჯეტში გვინდა ტექსტის ან ნახატის (ბანერის) ჩასმა, მოვძებნით ვიჯეტს – ,,ტექსტი“ (ჩვეულებრივი ტექსტი ან HTML) .
- მივუახლოვოთ კურსორი ვიჯეტს და იგი გადაიქცევა ოთხკუთხედად (ისრებია ); მოვკიდავთ მას და გადავაჩოჩებთ მარჯვნივ იმ ,,გვერდით პანელში“ სადაც გვინდა რომ ჩაჯდეს. შემდეგ ჩამოვშლით ვიჯეტის ისარს, ჩავაპეისტებთ ნახატის HTML-ს, შემდეგ დავაწკაპუნებთ ღილაკზე ,,შენახვა“.
