ასათიანი ვლადიმერ

ასათიანი ვლადიმერ სამსონის ძე – (10. IX.1901 – 9. III. 1972),  ქართველი საბჭოთა ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1931), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). სკკპ წევრი 1954 წლიდან. დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტუტი. 1923-26 მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივესიტეტებში. 1926-იდან თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანიზატორია და ფიზიოლ. ქიმიის კათედრაზეა. 1948-იდან თბილისის სამედიცინო ინსტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931-33 ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937-39 ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტის დირექტორი, 1964-დან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტუტის დირექტორი.   ვ. ასათიანის ძირითადი შრომებია (რუსულ ენაზე): ბიოქიმიური ფოტომეტრია(1957), ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები (1965), ანალიზის ფერმენტული მეთოდები (1969; პ. მელიქიშვილის სახ. პრემია, 1971), ჩვენი ორგანიზმის ქიმია (1969; საკავშირო პრემია, 1970), შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში (1972) და სხვ. მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიური ფარმაკოლოგიის ფუძემდებელია საქართველოში. ვ. ასათიანი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიის კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფერმენტების კომისიის თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. [1]

ვლადიმერ ასათიანი