ასათიანი გრამიტონ

ასათიანი გრამიტონ ყაფლანის ძე – [დაიბადა 6(19). VI. 1895, სოფ. ტვიში, ახლანდელი ცაგერის რაიონი], ქართველი საბჭოთა გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946), საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1927 დაამთავრა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1945-48 განაგებდა დაღესტნის სამედიცინო ინსტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-68 ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტის სამეანო განყოფილებას. შეისწავლა ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი.

ასათიანი გრამიტონ