ადამიანურ-მანქანური სისტემები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

ისევე, როგორც ნებისმირ დარგს, კლინიკურ ფარმაციასაც აქვს ორი მიმართულება: კვლევითი და გამოყენებითი.
შესაბამისად, სპეციალიტების ორი ჯგუფია: ერთნი, რომლებიც კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახორციელებენ კლინიკური ფარმაციის სფეროში, მეორენი, რომლებიც რეალურ კლინიკურ პროცესებს ემსახურებიან.
კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების რეზულტატი შეიძლება გამოიხატებოდეს, რეკომენდაციების შემუშავებაში, პირველია მაგიდის ან კლინიკაში მომუშავე ფარმაცევტისათვის რეკომენდაციების, მეთოდური მითითებების მომზადებაში თუ სხვა. მაგრამ, დღეს ცენტრალური არის ე.წ. მრჩეველი ( საექსპერტო) კომპიუტერული სისტემის შექმნა.
კლინიკური ფარმაცევტის პრაქტიკული მუშაობა, თანხლებულ უნდა იქნეს  სპეციალიზებული კომპიუტერული მრჩეველი სისტემებით. ამ ტიპის კომპიუტერულ სისტემებს საექსპერტო სისტემებსაც უწოდებენ.
საექპერტო სისტემებს, ზოგადად უწოდენენ, ადამიანურ-მანქანურ, ადამიანურ-კომპიუტერულ სისტემებს, მიმართულს გარკვეული ალტერნატივების ასარჩევად (ამოცანების ამოსახსნელად). ამოხსნის პროცესში ერთდროულად მონაწილებს ადამიანი (ექსპერტი) და კომპიუტერი.
რას ნიშნავს რეალურად ეს?
კომპიუტერული პროგრამები მუშაობენ წინასწარ შედგენილი ალგორითმის შესაბამისად. ალგორთმში გაწერილია რომელი მოქმედების შემდეგ რომელი ბიჯი (მოქმედება)  უნდა შესრულდეს. ეს ავტომატიური პროგრამებია, რომლებიც ადამიანის ჩაურევლად სრულდება.
klinikuri-farmaciis_mrceveli

ბიჯები აქ თანმიმდევრულად სრულდება და რომელი ბიჯის შემდეგ, რომელი უნდა შესრულდეს.
უშუალოს ავტომატი (კომპიუტერი) განსაზღვრავს მიცემული ალგორითმის საფუძველზე. ხშირად მომდევნო ბიჯის არჩევისათვის, საჭიროა წინა ბიჯის რეზულტატების ანალიზი, მაგრამ ეს ანალიზიც ავტომატიურად ხორციელდება მიცემული ალგორითმის საფუძველზე.
ადამიანურ – მანქანური სისტემების მუშაობის არსი სხვაა. ისინი იქმნება მაშინ, როცა არ ხერხდება ბიჯების შესრულების თანმიმდევრობის ალგირითმიზება (წესის, ალგორითმის  წინასწარი დადგენა). ასეთ შემთხვევაში, მორიგი ბიჯის შესრულების რეზულტატებს კომპიუტერი აწვდის ადამიანს, ექსპერტს და იგი განსაზღვრავს კომპიუტერმა შემდეგ ეტაპზე რომელი ბიჯის აირჩიოს გამოსათვლელად.

განვიხილოთ სადემოსტრაციო სიტუაციური მაგალითი.
ჩვენ ზემოთ განვიხილეთ კრიტერიუმთა რანჟირების მეთოდი. მისი არსი ასეთია: გარკვეული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტი იღებს გადაწყვეტილებას K1, K2, K3 კრიტერიუმთა რანჟირების შესახებ, ანუ რომელი კრიტერიუმი უფრო მნიშვნელოვანია მოცემულ სიტუაციაში. ეს პროცედურა სქემატურად ასე გამოიყურება

ranjireba2

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.