ტექსტის ჩაწერა და ჩალინკვა ვიჯეტში

WordPress – კონსულტაციები

  1. გავხსნათ ახალი პოსტი და ჩავწეროთ ვიჯეტში ჩასასმელი ტექსტი, ჩვეულებრივ დავადოთ ლინკი, შემდგომ  დავაკლიკოთ ღილაკზე HTML,  მოვნიშნოთ კოდი  მთლიანად და დავიმახსოვროთ (ავიღოთ Copy);
  2. მართვის პანელში მოვძებნოთ  ,,იერსახე“ და შემდეგ დავაკლიკოთ  ,,ვიჯეტებზე”;
  3. აქ ,,ხელმისაწვდომ ვიჯეტებში“ მოვძებნით ,,ტექსტი“ (ჩვეულებრივი ტექსტი ან HTML);
  4. კურსორი მასზე გაჩერებისას გადაიქცევა ოთხკუთხედად (ისრებია ) მოვკიდავთ და გადავაჩოჩებთ მარჯვნივ იმ ,,გვერდით პანელში“ სადაც გვინდა რომ ჩაჯდეს. შემდეგ ჩამოვშლით,  ჩავაპეისტებთ დამახსოვრებულ ჩალინკულ ტექსტს და დავაწკაპუნებთ ღილაკზე ,,შენახვა“