კლინიკური ფარმაციის საექსპერტო სისტემის არქიტექტურა

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ფარმაცევტული სივრცე გამოირჩევა კომპიუტერიზაციის მაღალი დონით. დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, მრავალი წელია წარმატებით მუშაობს ერთიანი  საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპიუტერული  სისტემა.
ეს სისტემები მუდმივად ვითარდება: ჩნდება ახალი კომპიუტერული ქვესისტემები, ხდება ძველების სრულყოფა და ა.შ. ქვესისტემების ერთი ნაწილი ემსახურება პირველი მაგიდის  ფარმაცევტს და შეიცავენ კლინიკური ფარმაციის მრჩეველი (საექსპერტო) სისტემის ელემენტებს.
უშუალოდ კლინიკური ფარმაცევტის საექსპერტო სისტემა აიგო ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია” ფარგლებში. მისი სახელწოდებაა ” —-” ჩვენ კლინიკური ფარმაციის მრჩეველ (საექსპერტო სისტემებს) აღწერისას ვეყრდნობით ამ სისტემას. სისტემის ავტორები არიან ლალი დათეშიძე და ლევან შენგელია.

klinikuri_farmaciis-saeqsperto

კლინიკური ფარმაციის საექსპერტო სისტემის არქიტექტურა გამომდინარეობს წინა პარაგრაფებში აღწერილი პრინციპებიდან. სტრუქტურულად იგი ორი აგრეგირებული ბლოკისაგან: ცოდნის ბაზა და გადაწყვეტილებების მიღების ბლოკისაგან (ამომხსნელი) შედგება.
სისტემის არქიტექტურა, აგრეგირებული ფორმით, შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

klinikuri_farmaciis2

საექსპერტო სისტემა მუშაობს სამ  რეჟიმში:

  1. მონაცემთა ბაზების შევსების რეჟიმი
  2. ცოდნის ბაზების შევსების რეჟიმი
  3. გადაწყვეტილებათა მიღების რეჟიმი

klinikuri_farmaciis_arqiteq

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter