WordPress – კონსულტაციები

შევდივართ კონტროლ პანელში და მარცხენა სვეტში მოვძებნით Posts და ვაკლიკებთ Add New-ზე. პოსტის სათაური იწერება ზედა ცარიელ ველში (Enter title here), ტექსტი კი თავსდება ღილაკების  ქვემოთ, ცარიელ ველში. ტექსტი ან უნდა აიკრიფოს ხელით, ან ჩაპეისტდება. თუკი ვაპეისტებთ ვორდიდან აღებულ დაფორმატებულ ტექსტს:

ა) უნდა დავაჭიროთ ღილაკს  Paste from Word (Word-დან ჩასმა) და აქედან ჩავსვათ, ან

ბ) უნდა დავაჭიროთ ღილაკს  Paste as Plain Text Word (ჩვეულებრივ ტექსტად ჩასმა) და აქედან ჩავსვათ, ან

გ) თუ პირდაპირ ჩავსვამთ ფორმატირებულ ტექსტს, ჩაპეისტების შემდეგ მთლიანად უნდა მოვნიშნოთ და დავაჭიროთ ღილაკზე Remove formatting (დაფორმატების ამოღება).

ტექსტის ჩასმის შემდეგ მის დასაფორმატებლად ვსარგებლობთ სათაურის ქვემოთ  განლაგებული  ღილაკებით.

ახალი პოსტის შექმნისას სასურველია (საძიებო სისტემებში უკეთ გასაწოვად), შეავსოთ ველი Slug. აქ წერთ ლათინური ასოებით, ერთი ან ორი სიტყვით პოსტის სათაურს, ან ისეთ სიტყვას, რომელიც პოსტის ტექსტში ყველაზე ხშირადაა ნახსენები.

პოსტის კატეგორიაში განთავსებისათვის, მარჯვენა სვეტში Categories (კატეგორიები)-ში მოვნიშნავთ (გავუკეთებთ ,,პტიჩკას”)  სასურველ კატეგორიას.

თუკი გვსურს ახალი კატეგორიის შექმნა, აქვე ქვემოთ, დავაკლიკებთ ღილაკზე + Add New Category.

თუკი გსურთ პოსტი დროებით ესკიზის სახით შეინახოთ, აკლიკებთ მარჯვენა სვეტში ღილაკზე Save Draft. ხოლო თუ  პოსტი უკვე მზად გაქვთ და გსურთ დაუყონებლივ მისი გამოქვეყნება, აჭერთ მარჯვენა სვეტში ღილაკზე Publish. აქვე შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი თარიღი (წელი, თვე, საათი) პოსტის გამოსაქვეყნებლად.