ფილტვები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ფილტვები გამოკვლევის მეთოდები. ფილტვების დაავადებების ამოცნობის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური, აგრეთვე რიგი სპეციალური მეთოდები. ფილტვების დაავადებების დროს ყველაზე დამახასიათებელი ჩივილია ხველა (მშრალი ან ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხვადასხვა ხარისხის ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილები გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები (მაგ., საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება). დაავადების და ცხოვრების ანამნეზის