მ-ქოლინორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” მ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებს მიეკუთვნებიან ნივთიერებები, რომლებიც პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოების დაბოლოებებში ახდენენ მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას, რის შედეგიცაა თვალის გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, ტაქიკარდია, AV-გამტარობის გაუმჯობესება, ბრონქების, შარდის ბუშტის ტონუსის დაქვეითება, ნაწლავთა პერისტალტიკის შესუსტება, ჯირკვალთა სეკრეციის (ბრონქიალური და საჭმლის მომნელებელი) დაქვეითება. მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა ახასიათებთ ზოგიერთ ალკალოიდებს (ატროპინი, სკოპოლამინი), მთელ რიგ