ანგიოზენზინური რეცეპტორების ბლოკატორები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანგიოტენზინური რეცეპტორების ბლოკადის გზით მოქმედი სამკურნალო საშუალებების შექმნის სამეცნიერო საფუძველი გახდა ანგიოტენზინ II-ის ინჰიბიტორების შესწავლა. ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, რომლებსაც უნარი აქვთ მოახდინონ მისი წარმოქმნის ან მოქმედების ბლოკირება და ამით დააქვეითონ რაას-ის აქტივობა, წარმოადგენენ ანგიოტენზინოგენის წარმოქმნის ინჰიბიტორები, რენინის სინთეზის ინჰიბიტორები, აგფ-ს წარმოქმნის ან