საფაღარათო საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” საფაღარათო საშუალებები (cathartica) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც, შიგნით მიღების შემთხვევაში იწვევენ ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების დაჩქარებას და ხელს უწყობენ დეფეკაციას. საფაღარათო საშუალებების მოქმედების მექანიზმში დევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. საფაღარათო საშუალებებს აგრეთვე შეუძლიათ რეფლექტორული გავლენა მოახდინონ საშვილოსნოზე, გულ-სისხლძარღვთა და ზოგიერთ სხვა სისტემაზე. მოქმედების