კანი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია
ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. კანი ადამიანის კანი შედგება ეპიდერმისისგან, დერმისგან და კანქვეშა ქსოვილისგან – ჰიპოდერმისგან. ეპიდერმისი შედგება ხუთი შრისგან: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი), მარცვლოვანი, მბზინავი, რქოვანა. ბაზალური შრე წარმოდგენილია ბაზალურ მემბრანაზე ერთ რიგად განლაგებული პრიზმული უჯრედებისგან (ბაზალური ეპიდერმოცეტები), რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ბაზალური მემბრანის პერპენდიკულარულად ორიენტირებული ბირთვები. მათ ციტოპლაზმაში განლაგებულია დიდი რაოდენობით უწვრილესი ძაფები (ტონოფილამენტები), რომლებიც შეკრებილნი არიან