პერიტონეუმი
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. პერიტონეუმი Peritoneum პერიტონეუმი – peritoneum, მუცლის ღრუს თხელი სეროზული გარსია; აქვს გლუვი, პრიალა, ერთგვაროვანი ზედაპირი. პერიტონეუმი ფარავს მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს კედლებს, ასევე მათში მოთავსებული ორგანოების თავისუფალ ზედაპირებს მეტ-ნაკლები ხარისხით. პერიტიონეუმს აქვს რთული მიკროსკოპული აგებულება. მისი ძირითადი ელემენტია შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შედგება გარკვეული სტრუქტურის მკაცრად ორიენტირებული შრეებისაგან, და