შარდის ბუშტი
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. შარდის ბუშტი Vesica urinaria Urinary bladder შარდის ბუშტი – vesica urinaria, წარმოადგენს ღრუ, კუნთოვან ორგანოს. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, ბოქვენის სიმფიზის უკან. შარდის ბუშტის ფორმა და სიდიდე ცვალებადია და დამოკიდებულია ბუშტის ავსების ხარისხზე. ავსებული შარდის ბუშტს აქვს მსხლისებრი ფორმა. მისი ფართო ნაწილი მიმართულია ზემოთ და უკან, ხოლო ვიწრო – ქვემოთ