Category Archives: ნორმალური ანატომია

ცრემლის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცრემლის ძვალი ცრემლის ძვალი – os lacrimale (Lacrimal bone) წყვილი ძვალია; მდებარეობს თვალბუდის მედიალური კედლის წინა ნაწილში და აქვს მოგრძო ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა. მისი ზედა კიდე უერთდება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილს შუბლ-ცრემლის ნაკერით – sutura frontolacrimalis, უკანა კიდე – ცხავის ძვლის თვალბუდის ფირფიტის წინა კიდეს, ქვედა კიდე –

Read More

ცხავის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხავის ძვალი ცხავის ძვალი – os ethmoidale (Ethmoidal bone), კენტი ძვალია; მისი უდიდესი ნაწილი მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, მცირე ნაწილი – ქალას ფუძის წინა ნაწილში. ცხავის ძვალი შედგება ჰაეროვანი უჯრედებისაგან და მიეკუთვნება პნევმატიკურ ძვლებს – ossa pneumatica. ცხავის ძვალი შედგება ორი ურთიერთპერპენდიკულარული ფირფიტისაგან: დაცხრილული და პერპენდიკულარული

Read More

ტვინის ქალას ძვლები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ტვინის ქალა ტვინის ქალა შედგება შემდეგი ძვლებისაგან: კეფის ძვალი სოლისებრი ძვალი საფეთქლის ძვალი თხემის ძვალი შუბლის ძვალი ცხავის ძვალი ცრემლის ძვალი პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და

Read More

ქალას ფუძე

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალას ფუძე   Basis cranii   Skull base ქალას გარეთა ფუძის – basis cranii externa განხილვისას განსაკუთრებით საყურადღებოა ის წარმონაქმნები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ქალას რამდენიმე ძვალი. მაგალითად, კეფის ძვლის საუღლე ფოსო საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ფოსოსთან ერთად ქმნის საუღლე ხვრელს – foramen jugulare. თითოეული პირამიდის მწვერვალთან ახლოს, მასა და კეფისა და

Read More

ქალასარქველი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალასარქველი   Fornix cranii, s. calvaria Calvaria (cranial roof) ქალასარქველის – fornix cranii (calvaria) გარედან დათვალიერებით ჩანს, რომ იგი წარმოქმნილია ერთმანეთთან ნაკერებით – suturae დაკავშირებული ძვლებისაგან. ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან სინქონდროზით – syndesmosis. ქალას ნაკერები – ძვლების შეერთების ერთ – ერთი სახეა. ქალასარქველის წარმომქმნელი ძვლები ერთმანეთს უკავშირდბიან სხვადასხვა სახის ნაკერებით, ზოგიერთი

Read More

მთლიანი თავის ქალა

ლალი დათეშიძე ტვინის ქალაში განასხვავებენ ორ ნაწილს: ქალასარქველს – formix cranii (calvaria) და ქალას ფუძეს – basis. მათი გამყოფი პირობითი ხაზი გაივლის შემდეგ წარმონაქმნებზე: 1. კეფის გარეთა შემაღლება 2. ქედის ზემო ხაზი 3. დვრილისებრი მორჩის ფუძე 4. გარეთა სასმენი ხვრელის ზემო კიდე 5. საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეული მორჩის ძირი 6. სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის საფეთქელქვედა ქედი

Read More

ქალა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალა   Cranium   Skull თავის ჩონჩხს წარმოადგენს ქალა – cranium, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: ტვინის ქალად – cranium cerebrale და სახის ქალად – cranium viscerale. ტვინის ქალას შეადგენენ ტვინის ქალას ძვლები – ossa cranii, ხოლო ქალას სახის ნაწილს – სახის ქალას ძვლები – ossa faciei. ტვინის ქალა შეიცავს თავის

Read More

მკერდი, მკერდის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდი, მკერდის ძვალი  Sternum  Sternum, breast bone მკერდის ძვალი (მკერდი) – Sternum,  წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის კენტ, ბრტყელ ძვალს, წინა გამოზნექილი და უკანა ჩაზნექილი ზედაპირით. მკერდი სამი ნაწილისაგან შედგება: მკერდის ტარი – manubrium sterni, მკერდის სხეული – corpus sterni და მახვილისებრი მორჩი – processus xiphoideus. სამივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით,

Read More

ნეკნები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნები   Costae   Ribs ადამიანს 12 წყვილი ნეკნი  აქვს. ნეკნები (os costae) წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძის, რკალისებურად მოხრილ ძვლებს, რომლებიც სიმეტრიულად უკავშირდებიან ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს. თითოეულ ნეკნში განასხვავებენ ნეკნის უკანა, შედარებით გრძელ – ძვლოვან ნაწილს – os costale, წინა, ხრტილოვან ნაწილს – ნეკნის ხრტილს – cartilago costalis, და ორ

Read More

გულმკერდი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდი  Thorax  Thoracic cage გულმკერდი – thorax ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. მას აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა, რომელიც ფართო  ფუძით მიმართულია ქვემოთ, წაკვეთილი  მწვერვალით – ზემოთ. გულმკერდში განასხვავებენ  წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო  ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და  ხრტილოვანი ნეკნები.

Read More