Category Archives: ნორმალური ანატომია

მკერდის ძვლის შეერთებანი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდის ძვლის შეერთებანი მკერდის ძვლის სხეული – Corpus sterni, ტარი – Manubrium sterni და მახვილისებრი მორჩი – Processus xiphoideus ერთმანეთს უკავშირდებიან ხრტილოვანი შეერთებით – Synchondrosis sternalis. ეს დაკავშირება დროებითია და საბოლოოდ გარდაიქმნება ძვლოვან შეერთებად (synostosis). ესენია: 1. ტარ – მკერდის სინქონდროზი – Synchondrosis manubriosternalis, – ერთმანეთთან აკავშირებს მკერდის ტარსა და

Read More

მკერდ-ნეკნის სახსრები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდ-ნეკნის სახსრები –  Articulaciones sternocostales;  Sternocostal articulations ნეკნების წინა ბოლოები მთავრდება ნეკნის ხრტილით – Cartilago costalis. პირველი (I) ნეკნის ხრტილი შეზრდილია მკერდის ძვალთან (სინქონდროზი). II-VII ნეკნების ხრტილები ენაწევრებიან მკერდის ძვლის სანეკნე ნაჭდევებს – Incisurae costales და წარმოქმნიან მკერდ – ნეკნის სახსრებს – articulationes sternocostales. ამ სახსრების ღრუები წარმოადგენენ ვიწრო, ვეტიკალურ

Read More

ნეკნ-მალის სახსრები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნ-მალის სახსრები Articulationes costovertebrales   Costovertebral articulations ნეკნების მალებს ენაწევრებიან შემდეგი სახსრებით: 1. ნეკნის თავის სახსარი – articulatio capitis costae, იქმნება ნეკნის თავის სასახსრე ზედაპირისა და მალების სხეულების სანეკნე ღრმულების შენაწევრებით. II  –  Õ ნეკნების თავები კონუსისებური ფორმისაა და ეხება ორი მალის შესაბამის სასახსრე ღრმულს. მალების სხეულებზე ღრმულები უმეტეს შემთხვევაში

Read More

ნეკნების სახსრები და შეერთებანი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნების სახსრები და შეერთებანი ნეკნები  უკანა ბოლოებით  ენაწევრებიან გულმკერდის მალების სხეულებსა და განივ მორჩებს, წინა ბოლოებით კი  –  მკერდის ძვალს. პირველი შვიდი წყვილი (I – VII) ნეკნი წინა ხრტილოვანი ბოლოთი უკავშირდება მკერდის ძვალს, VIII – IX – X წყვილი ნეკნი უერთდება ერთმანეთს და ბოლოს VIII და VII ნეკნებს; XI და

Read More

სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის ატლას – კეფის სახსარი – arleculatio atlantooccipitalis წყვილია; წარმოქმნილია ატლასის ზემო სასახსრე ფოსოსა – fovea artkularis superior და კეფის როკების – Condylus occipitalis სასახსრე ზედაპირებისაგან. წარმოადგენს კომბინირებულ სახსარს და თავისი ფორმით მიეკუთვნება ელიფსური სახსრების – articulatio ellipsoidea ჯგუფს. ორივე (მარჯვენა

Read More

გავა -კუდუსუნის შეერთება

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გავა-კუდუსუნის შეერთება Junctura sacrococcygea   Sacrococcygeal joint გავა-კუდუსუნის შეერთებით – junctura sacrococcygea, გავის მეხუთე მალის სხეული უკავშირდება კუდუსუნის პირველის მალის სხეულს; გარედან იგი გამაგრებულია  შემდეგი იოგებით: 1. გავა – კუდუსუნის ლატერალური იოგი – lig. sacrococcygeum laterals, გაჭიმულია გავის ბოლო და კუდუსუნის პირველის მალების განივ მორჩებს შორის და წარმოადგენს განივ მორჩთაშუა

Read More

ხერხემლის სვეტის იოგები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტის იოგები Ligg. columnae vertebralis ხერხემლის სვეტის იოგები – ligg. columnae vertebralis იყოფა ორ ჯგუფად: ხერხემლის გრძელი და მოკლე იოგები. ხერხემლის გრძელი იოგებია: 1. წინა გასწვრივი იოგი – lig. longitudinale anterius, მიემართება მალების სხეულების წინა, და ნაწილობრივ გვერდითი ზედაპირების გასწვრივ, დაწყებული ატლასის წინა ბორცვიდან გავის ძვლამდე, სადაც იგი იკარგება

Read More

მალთაშუა დისკოები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მალთაშუა დისკოები Disci intervertebrales; Intervertebral disks; intervertebral (fibro) cartilages მალთაშუა დისკოები (ხრტილები) მოთავსებულნი არიან  ხერხემლის სვეტის კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილის მეზობელი მალების სხეულებს შორის. მალთაშუა დისკო – disci intervertebrales, ბოჭკოვანი ხრტილია. მასში არჩევენ: პერიფერიულ ნაწილს – ფიბროზულ რგოლს – anulus fibrosus, დაცენტრალურად მდებარე რბილ ბირთვს – nucleus pulposus. ფიბროზული

Read More

ხერხემლის სვეტის შეერთებანი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტის შეერთებანი Articulationes vertebrales ცალკეული მალები სხვადასხვა ტიპის შეერთებებით უკავშირდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ხერხემლის სვეტს – columna vertebralis. ეს შეერთებებია: მალთაშუა დისკოები – disci intervertebrales, – ერთმანეთთან აერთებს მალების სხეულებს; რკალმორჩების შეერთებანი – juncturae zygapophyseales, – აერთებს თითოეული მალის ქვემო სასახსრე მორჩს მომდევნო მალის ზემო სასახსრე მორჩთან; ხერხემლის იოგები

Read More

ართროლოგია

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ართროლოგია Arthrology ძვალთა შეერთების – juncturae ossium ორი ჯგუფი არსებობს: უწყვეტი და წყვეტილი. უწყვეტი, ანუ ფიბროზული შეერთების – junctura flbrosa დროს ძვლებს შორის კავშირი ხორცილდება ამა თუ იმ ტიპის შემაერთებელი ქსოვილით; იმის, მიხედვით, თუ რა ტიპის ქსოვილით უკავშირდებიან ძვლები ერთმანეთს, არჩევენ უწყვეტი შეერთების შემდეგ სახეებს: 1. ძვალთა შეერთება ბოჭკოვანი შემაერთებელი

Read More