ანგიოლოგია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლოგია – ანატომიისა და კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებს და მათ დაავადებებს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლოგია – ანატომიისა და კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებს და მათ დაავადებებს.
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები Articulationes interphalangeae pedis; Interphalangeal [digital] joints ტერფის ფალანგთაშუა სახსრები – articulationes interphalangeae pedis, – ერთმანეთთან აკავშირებენ ტერფის პროქსიმალურ ფალაგების თავებს შუა ფალანგების ფუძეებთან და შუა ფალაგების თავებს – დისტალური ფალანგების ფუძეებთან. სახსრები ერთღერძიანია და მიეკუთვნებიან ჭაღისებრ სახსრებს. სასახსრე ჩანთები – capsulae articulares, თხელია და მათი გვერდითი ნაწილები
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. წინა ტერფის სახსრები Articulationes metatarsea 1. წინა ტერფის ძვალთაშუა სახსრები – Articulationes intermetatarseae, – განლაგებულნი არიან წინა ტერფის ძვლების ფუძეთა შორის. სახსრებში მოძრაობა შეზღუდულია სახსრები გამაგრებულია შემდეგი იოგებით: ა) წინა ტერფის ძვალთაშუა იოგები – ligg. metatarsea interossea ბ) წინა ტერფის დორსალური იოგები – ligg. metatarsea dorsalia გ) წინა ტერფის პლანტარული
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კოჭ-წვივის სახსარი Articulatio tolocruralis; Ankle [talocrural] joint კოჭ – წვივის სახსარი – Articulatio talocruralis, – წარმოქმნილია კანჭის ორივე ძვლის დისტალური ეპიფიზებისა და კოჭის ძვლის სხეულის შენაწევრებით. კოჭის ძვლის სასახსრე ზედაპირს ზემოდან აქვს ჭაღის ფორმა და ებჯინება დიდი წვივის ქვედა სასახსრე ზედაპირს, გვერდებზე კი აქვს ბრტყელი სასახსრე ზედაპირები –
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. უკანა ტერფის სახსრები Articulationes tarseae უკანა ტერფის შემადგენელი ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან შემდეგი სახსრებით: 1. კოჭქვეშა სახსარი – articulatio subtalaris, – იქმნება ქუსლის ძვლის კოჭისეული უკანა სასახსრე ზედაპირით – Facies articularis talaris posterior, და კოჭის ძვლის ქუსლისეული უკანა სასახსრე ზედაპირით – Facies articularis calcanea posterior. სასახსრე ჩანთა – capsula articularis სუსტადაა
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება Joints of legკანჭის ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან შემდეგი შეერთებებით: 1. წვივთა სახსარი – Articulatio tibiofibularis Tibiofibular articulation 2. კანჭის ძვალთაშუა აპკი – Membrana interossea cruris Interosseous membrane of leg 3. წვივთაშორისი სინდესმოზი – Syndesmosis tibiofibularis Tibiofibular syndesmosis 1. კანჭის ძვლების პროქსიმალური ბოლოები ერთმანეთს ენაწევრებიან წვივთა სახსრით – articulatio
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მუხლის სახსარი Articulatio genus; Knee joint, articulation of knee მუხლის სახსარის – articulatio genus, წარმოქმნაში მონაწილეობს სამი ძვალი: ბარძაყის ძვლის დისტალური ეპიფიზი, დიდი წვივის ძვლის პროქსიმალური ეპიფიზი და კვირისტავი. ბარძაყის ძვლის როკების სასახსრე ზედაპირები ელიფსური ფორმისაა, მედიალური როკის – Condylus medialis სიმრუდე მეტია, ვიდრე ლატერალურისა. ძვლის წინა ზედაპირზე, როკებს
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. დამხურავი აპკი Membrana obturatoria; Obturator membrane დამხურავი აპკი – membrana obturatoria, – შედგება შემაერთებელქსოვილოვანი განივი ბოჭკოებისაგან, რომლებიც ფიქსირებულნი არიან დახურული ხვრელის – foramen obturatum კიდეებზე და ფარავენ მას, გარდა დამხურავი ღარისა – sulcus obturatorius. დამხურავ აპკს აქვს მცირე ზომის ხვრელები. აპკი და კუნთები დამხურავ ღართან – sulcus obturatorius
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ბოქვენის სიმფიზი Symphysis pubica ბოქვენის სიმფიზი – symphysis pubica, – წარმოქმნილია ბოქვენის ძვლების ჰიალინური ხრტილით დაფარული სასახსრე ზედაპირებით – facies symphysialis და მათ შორის მდებარე ბოჭკოვან-ხრტილოვანი ბოქვენის ძვალთაშუა დისკოთი – Discus interpubicus. ეს დისკო შეზრდილია ბოქვენის ძვლების სასახსრე ზედაპირებთან და თავის სისქეში აქვს საგიტალურად მდებარე ნაპრალისებრი ღრუ. ქალებთან დისკო
ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გავა – თეძოს სახსარი Articulatio sacroiliaca Sacroiliac [ileosacral] articulation გავა – თეძოს სახსარი – articulatio sacroiliaca, – წყვილი სახსარია; იქმნება თეძოს ძვლისა და გავის შენაწევრებით. გავის ძვლისა და თეძოს ძვლის ყურისებრი სასახსრე ზედაპირები – facies auriculares ბრტყელია, დაფარულია ბოჭკოვანი ხრტილით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis დამაგრებულია სასახსრე ზედაპირების კიდეებზე და