სამკურნალო საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება თამბაქოს კვამლის კომპონენტებთან
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” თამბაქოს კვამლი შეიცავს 100–ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს, რომლებსაც გააჩნიათ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შეცვლის უნარი. ამ ფაქტორის გათვალისწინება, აუცილებელია მწეველ პაციენტებში ფარმაკოთერაპიის ჩატარების შემთხვევაში. – სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ თამბაქოს კვამლის პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები (პან), რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 1A1 (ფილტვებში)