Category Archives: ჰისტოლოგია

კანი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. კანი  ადამიანის კანი შედგება ეპიდერმისისგან, დერმისგან და კანქვეშა ქსოვილისგან – ჰიპოდერმისგან. ეპიდერმისი შედგება ხუთი შრისგან: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი), მარცვლოვანი, მბზინავი, რქოვანა. ბაზალური შრე წარმოდგენილია ბაზალურ მემბრანაზე ერთ რიგად განლაგებული პრიზმული უჯრედებისგან (ბაზალური ეპიდერმოცეტები), რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ბაზალური მემბრანის პერპენდიკულარულად ორიენტირებული ბირთვები.  მათ ციტოპლაზმაში განლაგებულია დიდი რაოდენობით უწვრილესი ძაფები (ტონოფილამენტები), რომლებიც შეკრებილნი არიან

Read More

თვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თვალი  თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას. თვალის კაკლის შიგნითა ბირთვი შედგება გამჭვირვალი

Read More

თავის ტვინი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თავის ტვინი თავის ტვინი (encephalon) – ცენტრალური ნერვული სისტემის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას ღრუში. ემბრიოლოგია ადამიანის ოთხი კვირის ემბრიონს ნერვული ღეროს თავის ნაწილში უვითარდება 3 პირველადი ტვინის ბუშტუკი – წინა (prosencephalon), შუა (mesencephalon) და რომბისებური (rhombencephalon); ამ უკანასკნელს გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები, რაც მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის თანდათან გადადის ზურგის

Read More

თირკმელზედა ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თირკმელზედა ჯირკვალი ციტოლოგია თირკმელზედა ჯირკვლები (glandulae suprarenalis; სინ.: სუპრარენალური ჯირკვლები, ადრენალური ჯირკვლები) – შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ რეტროპერიტონელურ სივრცეში თირკმლების ზემოთა პოლუსებზე გულმკერდის XI-XII მალების დონეზე. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან და თავიანთი წარმოშობით, აგებულებით და ფუნქციებით წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ჯირკვალს, რომლებიც ფილოგენეზის პროცესში ჩამოყალიბდა

Read More

ფარისებრი ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი ფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულის საფუძველს შეადგენენ ფოლიკულები – სხვადასხვა ფორმის (ხშირად მრგვალი), 25–500 მკმ დიამეტრის ბუშტუკები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან დიდი რაოდენობით სისხლძარღვების და ლიმფური კაპილარების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეებით. მათი სანათური ამოვსებულია კოლოიდით –

Read More

ჰიპოფიზი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ჰიპოფიზი  ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად

Read More

საშო – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საშო  ჰისტოლოგია საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ზრდასრული ასაკის ქალში იგი წარმოადგენს 7–9 სმ სიგრძის და 2–3 სმ სიგანის, კუნთოვან–ელასტიკურ მილისებრ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და წინიდან შემოსაზღვრულია შარდსადენი მილით და შარდის ბუშტით, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავით. ჰისტოლოგია საშოს კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური (შემაერთებელქსოვილოვანი) გარსებისგან. ლორწოვანი გარსი

Read More

საკვერცხე – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საკვერცხე (II) დასაწყისი იხ. >>> ონტოგენეზი. ჰისტოლოგია ჰისტოლოგია. ზრდასრულ საკვერცხეებში განასხვავებენ 3 მკვეთრად შემოფარგლულ ნაწილს: კარი, ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. საკვერცხეების კარის მიდამოში, სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების, ნერვული ღეროების გარშემო, განლაგებულია შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები, საკვერცხის ქსელი და ქილუსური ელემენტები, რომლებიც ახორციელებენ ანდროგენების სეკრეციას. საკვერცხეების კარს ესაზღვრება ტვინოვანი ნივთიერება, რომელიც შედგება სისხლძარღვების და ნერვების

Read More

საკვერცხე – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საკვერცხე  ონტოგენეზი. ჰისტოლოგია საკვერცხეები (ovaria) – ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელიც განლაგებულია მცირე მენჯის ღრუში. საკვერცხეში ხორციელდება კვერცხუჯრედის მომწიფება, რომელიც ოვულაციის დროს გადმოიტყორცნება მუცლის ღრუში. საკვერცხეებში აგრეთვე ხდება უშუალოდ სისხლში გადამსვლელი ჰორმონების სინთეზი. ონტოგენეზი ჩანასახში პირველადი გონადების ჩასახვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდის მე–3 კვირაზე, პირველადი თიკმლების შიგნითა ზედაპირზე. მე–6–7 კვირამდე გონადებს არ გააჩნიათ

Read More

საშვილოსნო – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საშვილოსნო  საშვილოსნო (uterus, metra) – კენტი კუნთოვანი, ღრუ ორგანო, რომელშიც ხდება ჩანასახის იმპლანტაცია და განვითარება; იგი მდებარეობს ქალის მცირე მენჯის ღრუში. ემბრიოლოგია მუცლადყოფნის პერიოდში საშვილოსნოს განვითარება იწყება, როდესაც ნაყოფის სიგრძის აღწევს 65 მმ; ამ დროს ხდება პარამეზონეფრალური (მიულერის) სადინრების ქვედა ნაწილების შერწყმა. აღნიშნულ პერიოდში საშვილოსნო ორრქიანია, შემდგომში ის ღებულობს უნაგირის ფორმას. საშვილოსნოს

Read More