Category Archives: კატეგორიის გარეშე

ინდექსში კეივორდების ჩასმა

WordPress – კონსულტაციები ინდექსში კეივორდების შეცვლა: 1. შევდივართ კონტროლ-პანელში და მარცხენა სვეტში ,,პარამეტრებში” ვაკლიკებთ All in One SEO-ზე; 2. სასურველ კეივორდებს ჩავსვამთ ველში Home Keywords (comma separated; 3. ვაჭერთ სულ ბოლოში ღილაკზე Update Options.

პოსტის ,,აკეცვა”

WordPress – კონსულტაციები 1. ვაკლიკებთ იმ პოსტის სათაურზე, რომლის აკეცვაც გვსურს; გამოდის ცალკე ეს პოსტი; ვაკლიკებთ პოსტის სათაურის ქვემოთ ,,edit“-ზე და პოსტი გადადის რედაქტირების რეჟიმში; 2. კურსორს ჩავსვამთ ტექსტის იმ ადგილზე, სადაც გვსურს, რომ გაწყდეს პოსტი; 3. ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკების პირველ მწკრივში, მარცხნიდან მე-12 ღილაკზე (პარალელური ხაზები შუაში წყვეტილით); 4. ვაჭერთ მარჯვნივ ღილაკზე  ,,განახლება“.

Read More

მრიცხველის დასმა

WordPress – კონსულტაციები 1. დარეგისტრირდებით მრიცხველების საიტზე და აიღებთ კოდს; ეს კოდი მონიშნეთ, დააკოპეთ და ჩააპეისტეთ Notepad-ში და შეინახეთ ეს ფაილი. საერთოდ ამგვარი კოდები უნდა შეინახოთ Notepad-ში (!); 2.      მიღებული კოდი უნდა დასვათ საიტზე; საამისოდ: შევდივართ კონტროლ პანელში; კონტროლ პანელში, მარცხენა სვეტში არის Appearance (იერსახე) და აქ აჭერთ ,,თემის პარამეტრები“. იხსნება და სულ ქვემოთ არის

Read More

ბანერის ჩასმა პირველ გვერდზე

WordPress – კონსულტაციები შევდივართ კონტროლ პანელში; მარცხენა სვეტში Appearance (,,იერსახე“) და აჭერთ Edit Themes (,,რედაქტორი“). გადადიხართ გვერდზე ,,თემების რედაქტორი“.  აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ამ კოდებში რაიმე არ წაშალოთ. Edit Themes (,,თემების რედაქტორი“) გვერდზე, მარჯვენა სვეტში აკლიკებთ Main Index Template  ,,ძირითადი თემა“  (index.php); გაიხსნება პირველი (მთავარი გვერდი) კოდებში. როცა რაიმე ცვლილების შეტანა გვინდა აქ (ამ

Read More

ბანერის ჩასმა მარჯვენა და მარცხენა სვეტებში

WordPress – კონსულტაციები 1.      შევიდავთ კონტროლ-პანელში; 2.      კურსორს ჩავაწკაპუნებთ ცარიელ ფურცელზე, და ავტვირთავთ სასურველ ბანერს; ბანერის ასატვირთავად ვაჭერთ პატარა ოთხკუთხედზე, რომელიც მდებარეობს ცარიელი ფურცლის ზემოთ, Upload/Insert ,,ატვირთვა/ჩასმის“ მარჯვნივ; 3.      ნახატს/სურათს მივცემთ შუა მდებარეობას და დავადებთ სასურველ ლინკს, რაზეც გვსურს რომ გავიდეს; 4.      ზემოთ არის წარწერა Visual (,,ვიზუალური“) და მის გვერდით HTML; ვაჭერთ ამ HTML-ზე და

Read More

პოსტის აპინვა

პოსტის აპინვისათვის, ეს პოსტი გადაგვყავს რედაქტირების რეჟიმში. შემდეგ ვაკლიკებთ ამაზე; ვაკთებთ ,,პტიჩკას” ისრით მითითებულზე და ბოლოს ვაკლიკებთ ,,update” -ზე.      

პოსტების რაოდენობა პირველ გვერდზე

WordPress – კონსულტაციები როცა ახალ პოსტს ვაქვეყნებთ, ის ცხადია, პირველ გვერდზე ჯდება. ვთქვათ, გამოვაქვეყნეთ 3 ახალი პოსტი; სამივე დაჯდება პირველ გვერდზე. Word press-ს აქვს ბრძანება, რამდენი პოსტის გამოქვეყნება შეიძლება პირველ გვერდზე. საამისოდ – შევდივართ კონტროლ -პანელში; მარცხენა სვეტში, ცოტა ქვემოთ, არის Settings (,,პარამეტრები“) და აქ ვაჭერთ Reading (,,კითხვა“)-ზე. აქ არის ,,ერთ გვერდზე აჩვენე არა უმეტეს“

Read More

კატეგორიის შექმნა Word Press-ში

WordPress – კონსულტაციები კატეგორიის შექმნა – შედიხართ მართვის პანელში და მარცხენა სვეტში აკლიკებთ Posts (ჩანაწერები), შემდგომ  – Categories (კატეგორიები) და გადადიხართ კატეგორიების გვერდზე; აქ ცარიელ ველში Name (სახელწოდება) ჩასვამთ კატეგორიის სახელს, რაც გსურთ; შემდეგ ველში – Slug (ჭდე) – ჩაწერთ ლათინურად კატეგორიის სახელწოდებას; ა) თუ ეს მთავარი, სულ ზედა დონის კატეგორიაა, ველში Parent (მშობელი) –

Read More

ტეგები

WordPress – კონსულტაციები ახალი პოსტის გამოქვეყნებამდე სასურველია (საძიებო სისტემებში უკეთ გასაწოვად) პოსტს შევურჩიოთ ტეგები. ტეგების, ანუ საკვანძო სიტყვების შერჩევისას გაითვალისწინეთ პოსტის თემა, სათაური, ასევე სიტყვები, რომლებიც ტექსტში ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება. ტეგების ჩასმა:  მარჯვენა სვეტში Post Tags და Add New Tags. ტეგებს ერთმანეთისგან გამოყოფთ მძიმეთი და პრობელით. მაგ.: ინტერნეტი, კომპიუტერი, ვორდ პრესი. ტეგების ჩასმის შემდეგ

Read More

ახალი პოსტი

WordPress – კონსულტაციები შევდივართ კონტროლ პანელში და მარცხენა სვეტში მოვძებნით Posts და ვაკლიკებთ Add New-ზე. პოსტის სათაური იწერება ზედა ცარიელ ველში (Enter title here), ტექსტი კი თავსდება ღილაკების  ქვემოთ, ცარიელ ველში. ტექსტი ან უნდა აიკრიფოს ხელით, ან ჩაპეისტდება. თუკი ვაპეისტებთ ვორდიდან აღებულ დაფორმატებულ ტექსტს: ა) უნდა დავაჭიროთ ღილაკს  Paste from Word (Word-დან ჩასმა) და აქედან

Read More