ფარმაცია და ფარმაკოლოგია
ფარმაცია… კლინიკური ფარმაცია პრობლემური წამლები ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია თანამედროვე სამკურნალო პრეპარატები
ფარმაცია… კლინიკური ფარმაცია პრობლემური წამლები ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია თანამედროვე სამკურნალო პრეპარატები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” პრეპარატების კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით (კრიტერიუმით) ხდება. ეს აადვილებს სასურველი პრეპარატის შერჩევასა და ძიებას. ერთ-ერთი, ყველაზე ეფექტური კლასიფიკაციაა ფარმაცევტული კლასიფიკაცია, ანუ როგორც მას უწოდებენ ,,ფარმაცევტული მაჩვენებელი”. ამ კლასიფიკატორით ძიება ხორციელდება პრაქტიკულად ყველა სამედიცინო საძიებო სისტემაში, მათ შორის წინამდებარე საიტზე. ფარმაცევტულ მაჩვენებლს საფუძვლად უდევს პრეპარატების იერარქიული კლასიფიკაცია. იერარქიის პირველ დონეზე წარმოდგენილია დიდი,
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” პრეპარატების ოფიციალური, ავტორისეული და სარეკლამო აღწერებიცნობარებში, სახელმძღვანელოებში, სხვადასხვა წიგნებში სამკურნალო პრეპარატებს ავტორები აღწერენ იმ სტრუქტურითა და ფორმით, რომლებიც მათ იდეის გადმოცემის თვალსაზრისით მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ერთმა ავტორმა, პრეპარატის აღწერისას, შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ერთ ასპექტზე, მეორემ მეორეზე და ა.შ. ეს ბუნებრივია, რადგან ავტორს არ შეუძლია მოიცვას პრეპარატის ყველა ასპექტი, ხშირად ცენტრალური,
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” ქართული ფარმაციის ისტორია, პირობითად, სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: – ძველი პერიოდი – ახალი (საბჭოთა) პერიოდი – უახლესი პერიოდი ქართული ფარმაციის ისტორიის ძველი პერიოდი, როგორც მედიცინის ისტორიის ნაწილი, საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ამ საკითხებს ისტორიკოსებთან ერთად იკვლევდენენ ცნობილი მედიკოსი-მეცნიერები ლადო კოტეტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ შენგელია. შეიძლება ითქვას ქართული მედიცინის განვითარება ძველი ისტორიის
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” საქართველოში სულ უფრო იზრდება ფარმაცევტული სპეციალობების ავტორიტეტი. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა – საქართველოში ფარმაცევტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. პარალელურად, საზოგადოების მიერ ხდება ფარმაცევტის, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის როლის გააზრება. ფარმაცევტი, ჯანდაცვის სისტემის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ფუნქციურად, შეიძლება გამოვყოთ ფარმაცევტის რამდენიმე სპეციალიზაცია: ფარმაცევტი-ტექნოლოგი. პირობითად ასე
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” სამკურნალწამლო საშუალების სახელდება. სამკურნალწამლო საშუალებას, შესაძლოა, გააჩნდეს რამდენიმე ან ძალიან ბევრი დასახელება. მიღებულია, რომ წამლის მხოლოდ ერთი სახელწოდება შეიცავს მისი ქიმიური დასახელების შესატყვისი დასახელების მქონე მეტალებს, მეტალების მარილებს, არაორგანული მჟავებსა და ტუტეებს (მაგალითად, იოდი, კალციუმის ქლორიდი, კალიუმის პერმანგანატი, ვისმუტის სუბნიტრატი, ქლოროვანწყალბადის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და სხვ.). ერთი სახელწოდებაა მიღებული ალკალოიდებისათვისაც
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” ძირითადს მიეკუთვნება ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნილებას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა არსებობდნენ (ნებისმიერ დროს), საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი სამკურნალო ფორმით. ძირითადი სამკურნალო საშუალებების კონცეფცია პირველად ფორმულირებული იქნა 1975 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხოლო 1977 წელს დაახლოებით 250 სამკურნალო საშუალება იქნა შერჩეული პირველი ,,ძირითადი
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” პრეპარატების ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, ექიმი მრავალი წყაროდან ტენდენციურ და და ხშირად მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას იღებს პრეპარატის აბსოლუტური და ფარდობითი ეფექტურობის შესახებ. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია ექიმს შეეძლოს პრეპარატების შესახებ ინფორმაციის საიმედოობის ობიქტური განსაზღვრა – მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების სამკურნალო პრეპარატების სფეროში გამოყენების საკითხებს ყველა ექიმი უნდა იცნობდეს. ეს პრობლემა, ვფიქრობთ სათანადოდ
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” სამედიცინო, მათ შორის-ფარმაცევტული წარმოება და მომსახურებები, ვითარდება საბაზრო ეკონომიკის კანონების შესაბამისად. ეს ბუნებრივია. თუკი წარმოებისა და მომსახურებების ეს სფეროები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ დაექვემდებარება, იგი შეწყვეტს განვითარებას. ამავე დროს, ეს სფეროები დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და შესაბამისად, ყველა ქვეყანაში არსებობს დარგის განვითარების მარეგულირებელი კანონმდებლობები. ეს კანონმდებლობები სხვადასხვა ქვეყანში სხვადასხვაა: მიმართულია
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია” სამკურნალო საშუალებების (სს) უსაფრთხოების პრობლემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს მსოფლიოში. სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, გართულებების თავიდან აცილების ძირითად გზებს წარმოადგენს როგორც წარმოებაზე კონტროლი (ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების გამოშვების მიზნით), ასევე პოსტრეგისტრაციული მონიტორინგის ჩატარება – სამკურნალო საშუალებების გვერდით მოქმედებებზე/გვერდით რეაქციებზე ფარმაკოზედამხედველობის სისტემა. პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა