ღეროვანი უჯრედები
ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N22, თებერვალი, 2010 წ.
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის შესწავლა დინამიკაში 7-AAD საღებავით გამდინარე ციტომეტრიის მეშვეობით
ავტორები:
ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია, ლანდა ლურსმანაშვილი
(სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი RADIX )
კვლევის ხელმძღვანელი:
ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკის, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკ ჯეოქორდის ხელმძღვანელი გიორგი ლოლაძე, გოჩა შათირიშვილი
წარმომდგენი ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული, სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან თითქმის ყველა ტიპის უჯრედები.