Category Archives: ნორმალური ანატომია

ასო

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ასო Penis სასქესო ასო – penis, შედგება: წყვილი ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან – corpus cavernosum penis, და ერთი ასოს ღრუბლისებრი სხეულისაგან – corpus spongiosum penis. სასქესო ასოში არჩევენ სამ ნაწილს: ასოს ფესვი – radix penis, ასოს სხეული – corpus penis, და ასოს თავი – glans penis. სასქესო ასოს სხეულს აქვს წინა,

Read More

მამაკაცის შარდსადენი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მამაკაცის შარდსადენი Urethra masculina Male urethra

მამაკაცის შარდსადენი – urethra masculina, საშუალოდ 20 – 23 სმ სიგრძისაა. არჩევენ მის 3 ნაწილს: წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, აპკისებრი ნაწილი – pars membranacea, და ღრუბლისებრი ნაწილი – pars spongiosa. შარდსადენი იწყება შარდის ბუშტიდან შარდსადენის შიგნითა ხვრელით – ostium urethrae internum, და თავდება ასოს მწვერვალზე შარდსადენის გარეთა ხვრელით – ostium urethrae externum. შარდსადენის ნაწილს შიგნითაშარდსადენი ხვრელიდან სათესლე გორაკამდე – colliculus seminalis, ეწოდება უკანა ურეთრა, ხოლო მის დისტალურად მდებარე ნაწილს – წინა ურეთრა. მსვლელობისას შარდსადენი წარმოქმნის S-ებრ ხვეულს. მისი პირველი ნადრეკი მდებარეობს ბოქვენის სიმფიზის ქვემოთ, შეიცავს წინამდებარე, აპკისებრ ნაწილს და მიმართულია უკან. მეორე ნადრეკი ბოქვენის სიმფიზის წინაა და მას უკავშირდება ასოს საკიდი იოგი – lig. suspensorium penis.

შარდსადენის  წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, მოთავსებულია წინამდებარე ჯირკვალში; იგი სიგრძით 3 – 4 სმ-ია და იწყება ვიწრო ნაწილით  შარდსადენის შიგნითა ხვრელიდან (შარდსადენის პირველი შევიწროებული ნაწილი).  შარდსადენი შუა ნაწილში წარმოქმნის გაგანიერებას (პირველი გაგანიერება). ლორწოვანი გარსის უკანა კედელზე, დაწყებული შარდის ბუშტის ნაქიდან – uvul a vesicae urinariae, მიიმართება შარდსადენის ქედი – crista urethralis, რომელიც შუა ნაწილში გადადის სათესლე გორაკში – colliculus seminalis; დისტალურად ეს ნაკეცი აღწევს აპკისებრ ნაწილს. სათესლე გორაკის მწვერვალზე მოთავსებულია ბრმა ორმო – წინამდებარეს საშვილოსნო – utriculus prostaticus, რომელიც წარმოადგენს მამაკაცის განუვითარებელ საშვილოსნოს. შარდსადენის ქედის ორივე მხარეს იხსნება თესლის მშხეპავი სადინრები. შარდსადენის ლორწოვანი სათესლე გორაკის ორივე მხარეს  წარმოქმნის ნაოჭებს; მათ მიერ შემოსაზღვრულ ღარში, რომელსაც ეწოდება წინამდებარეს წიაღი – sinus prostaticus, იხსნება წინამდებარეს სადინრები – ductuli prostatici; ნაწილი სადინრებისა იხსნება სათესლე გორაკზე.

Read More

წინამდებარე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. წინამდებარე ჯირკვალი Prostata Prostate gland, prostate წინამდებარე ჯირკვალი – prostata, კუნთოვან-ჯირკვალოვანი კენტი ორგანოა. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში შარდის ბუშტის ქვეშ. წინამდებარე ჯირკვალში გაივლის შარდსადენის წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, ასევე მშხეპავი სადინარი. წინამდებარე ჯირკვალს წაბლის ფორმა აქვს; მასში განარჩევენ: ქვევით, შარდ-სასქესო შუასაძგიდისაკენ მიმართულ მწვერვალს – apex prostalae და შარდის ბუშტისაკენ

Read More

სათესლე ბუშტუკი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ბუშტუკი Vesicula seminalis;  Seminal vesicle სათესლე ბუშტუკი – vesicula seminalis, წყვილი, ღრუ ორგანოა. მდებარეობს შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის, წინამდებარე ჯირკვლის ზემოთ. სათესლე ბუშტუკის სიგრძე 12 სმ, სისქე 6 – 7 მმ-ია. იგი სპირალურად დახვეულია საკუთარი ღერძის გარშემო და წარმოქმნის ნაკეცებს; ამის გამო, ფრონტალურ განაკვეთზე სათესლე ბუშტუკს ფიჭისებრი

Read More

სათესლე ბაგირაკი და სათესლე პარკი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ბაგირაკი და სათესლე პარკი Funiculus spermaticus et scrotum;  Spermatic cord and scrotum სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, წყვილი, მრგვალი ფორმის ზონარია, სიგრძით 18 – 20 სმ. მიიმართება საზარდულის შიგნითა რგოლიდან სათესლის უკანა ზემო ბოლომდე. მასში მოთავსებული სათესლის ამწევი კუნთის – m. cremaster, მეშვეობით ბაგირაკი სათესლეს სწევს ზემოთ საზარდულის არხისაკენ.

Read More

თესლის გამომტანი სადინარი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თესლის გამომტანი სადინარი Ductus deferens Deferent duct თესლის გამომტანი სადინარი – ductus deferens, წარმოადგენს წყვილ, სქელკედლიან მილს, სიგრძით 50 სმ, დიამეტრით 3 მმ, სანათურის დიამეტრი – 0,5 მმ. სადინარი იწყება სათესლე ჯირკვლის დანამატის კუდის ბოლოდან და იხსნება შარდსადენის წინამდებარე ნაწილში. თესლის გამომტანი სადინარი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: საწყისი ნაწილი, – მდებარეობს

Read More

სათესლე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ჯირკვალი Testis Testicle სათესლე – testis, ელიფსური ფორმის წყვილი ჯირკვალია; მოთავსებულია სათესლე პარკში. სიგრძე საშუალოდ 4,5 სმ-ია, სიგანე – 3 სმ, სისქე – 2 სმ. წონა სრულასაკოვან მამაკაცებში 20 – 30 გ-მდეა. სათესლე ჯირკვალში განარჩევენ მედიალურ და ლატერალურ ზედაპირებს, – facies medialis et lateralis, წინა და უკანა კიდეებს –

Read More

მამაკაცის სასქესო სისტემა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მამაკაცის სასქესო სისტემა Male genital system მამაკაცის სათესლე სისტემა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: 1. სათესლე 2. თესლის გამომტანი სადინარი 3. სათესლე ბაგირაკი და სათესლე პარკი 4. სათესლე ბუშტუკი 5. წინამდებარე ჯირკვალი 6. მამაკაცის შარდსადენი 7. ასო პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის

Read More

გამრავლების აპარატი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გამრავლების აპარატი Reproductive system მამაკაცის სასქესო სისტემა ქალის სასქესო სისტემა პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით. გაფრთხილება .

შარდსადენი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. შარდსადენი Urethra მამაკაცის შარდსადენი – urethra masculina, საშუალოდ 20 – 23 სმ სიგრძისაა. არჩევენ მის 3 ნაწილს: წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, აპკისებრი ნაწილი – pars membranacea, და ღრუბლისებრი ნაწილი – pars spongiosa. შარდსადენი იწყება შარდის ბუშტიდან შარდსადენის შიგნითა ხვრელით – ostium urethrae internum, და თავდება ასოს მწვერვალზე შარდსადენის გარეთა

Read More